Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რატომ ატარებენ დისნეის გმირები თეთრ ხელთათმანებს

რატომ ატარებენ დისნეის გმირები თეთრ ხელთათმანებს
February 27
14:13 2017

 

პირველი ანიმაცია, რომელშიც გმირს თეთრი ხელთათმანი უკეთია, დისნეის “მიკი მაუსია”. თუმცა ტელეეკრანებზე პირველად გამოჩენილ მიკის, 1928 წელს, ხელთათმანები არ გამოუყენებია და იგი წარმოდგენილია შავი ხელებით. ცნობილი აქსესუარები, თეთრი ხელთათმანი, თეთრი დიდი თვალები, თეთრი ფეხსაცმელი, 1929 წლის მარტს გადაღებულ კადრებში ჩნდება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

11901860-8359055-2-0-1487751278-1487751284-650-1-1487751284-650-7bb68c66c2-1487782705 (1)

არსებობს 3 მიზეზი, თუ რატომ გახდა საჭირო დისნეის გმირებს თეთრი აქსესუარბი ეტარებინათ.

  1. დროის დაზოგვის მიზნით – ანიმატორებმა თავიდან აირიდიეს სათითაოდ ბევრი დეტალის დახატვა, მაგალითად თითების, ტერფების, თვალების და ა.შ.
  2. კონტრასტი – იმის გამო, რომ მაშინ მულტფილმები შავ-თეთრი იყო, რთული იყო კონტრასტების დანახვა სხეულის ნაწილებს შორის, ჟესტიკულაცისა და მიმიკის დროს. თეთრმა ფერმა ეს ნაკლოვანებები შეავსო და ბევრ რამეს გაუსვა ხაზი.
  3. ჰუმანიზმი – ვოლტ დისნეიმ აღიარა, რომ მათ არ სურდათ მულტფილმის მთავარ გმირს ,,არადამიანური” ხელები ჰქონოდა, ამიტომ ჩააცვეს მიკის თეთრი ხელთათმანები. ეს ხრიკი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ იგი კონკურენტებმაც გამოიყენეს.

11903110-1-0-1486800892-1486800907-650-6ee1309186-1-1487782705

354 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2017
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728