Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის ქუთაისსა და თბილისში

ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის ქუთაისსა და თბილისში
March 01
12:03 2017

 

კომპანია “მკითხველი” საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს; ასევე, უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას; ამასთანავე, ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ცხადდება ვაკანსიები შემდეგ თანამდებობებზე:

1. ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისსა და ქუთაისში

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (სტუდენტი);
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ენერგიულობა და სისხარტე;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული, 10:00-დან 16:00-მდე, 16:00-დან 22:00-მდე – მონაცვლეობით.
ანაზღაურება: განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

2. კურიერი თბილისში

მოვალეობა: წიგნების ადგილზე მიტანა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პირადი ავტომობილი (აუცილებელია გაზზე)
  • მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • მინიმალური განათლება: ბაკალავრი.

უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
  • დისპეტჩერიზაციის, სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული
  • გამართულად მეტყველების უნარი.

უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

ხელფასი: განისაზღვრება 650 ლარით + ბონუსები.

დაინტერესების შემთხვევაში, გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com (თბილისი) ან mkitkhveli@yahoo.com (ქუთაისი) 22 მარტამდე და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ქალაქი და ქოლ-ცენტრის ოპერატორის ან კურიერის ვაკანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-3 სართული, ოთახი 301

1,748 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში