Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 ცნობილი ლოგო დამალული მნიშვნელობებით, რომელთა გამოცნობაც გაგიჭირდებოდათ

10 ცნობილი ლოგო დამალული მნიშვნელობებით, რომელთა გამოცნობაც გაგიჭირდებოდათ
March 06
14:12 2017

 

ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლოგო შექმნილია არამხოლოდ სილამაზისთვის, არამედ კონკრეტული მინიშნების/მნიშვნელობის მატარებლად. სინამდვილეში ყველა ხაზსს, ფორმასა და ფერს თავისი დატვირთვა აქვს. იხილეთ 10 ცნობილი ლოგო იმ მნიშვნელობებით, რომლებსაც ვერასდროს წარმოიდგენდით.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

Sony Vaio – ამ სიტყვების პირველი ასოები შეადგენს ტალღის სიმბოლოს, ხოლო ბოლო ასოები ციფრული სიგნალის მანიშნებელია.

655755-000-650-a542d8629a-1482214208

Coca-Cola – მსოფლიოში ცნობილ ლოგოში, “O” და “L” ასოებს შორის სივრცეში ნათლად ჩანს დანიის დროშა. კომპანია მას იყენებს როგორც კამპანიის მარკეტინგულ ნაწილს სკანდინავიურ ქვეყანაში.

655805-0202-650-a542d8629a-1482214208

Hyundai – ბევრს გონია, რომ სამხრეთ კორეული კომპანიის Hyundai-ს ლოგოტიპი მის პირველ ასოს აღნიშნავს. სინამდვილეში კი ასო “Н” ორი ადამიანის ხელის ჩამორთმევას გულისხმობას – ერთი კლიენტია, მეორე კი კომპანიის წარმომადგენელი.

655905-1-650-a542d8629a-1482214208

Apple – გრაფიკულმა დიზაინერმა Rob Janoff-მა შექმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლოგო. მისი თქმით, Apple-ს ლოგოში არსებული ნაკბეჩი შეიმნა იმისთვის, რომ ადამიანებს სურათზე აღბეჭდილი გამოსახულების შესახებ ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდათ და ვაშლის ნაცვლად პამიდორი არ წარმოედგინათ. გარდა ამისა, ნაკბეჩს გააჩნდა გადატანითი მნიშვნელობა სიტყვების თამაშის პრინციპით – bite/Byte, რაც ხაზს უსვამდა, რომ საქმე ტექნოლოგიური კომპანიასთან გვქონდა.

656405-30b0b6585ee3502678b5b2c65adf_1422519174-650-a542d8629a-1482214208

Adidas – სახელწოდები მისი შემქმნელისგან მომდინარეობს – Adolf Dassler, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სახელწოდება არაერთხელ შეიცვალა, ფორმა სამკუთხედისა მაინც შეინარჩუნა, რაც მწვერვალსა და გამოწვევებს ნიშნავს, რომლებსაც სპორტსმენი უნდა შეეჭიდოს.

656455-4-1-650-a542d8629a-1482214208

Amazon – ამ საიტის ლოგოტიპზე “А” და “Z” ასოები ერთი შეხედვით ისრით არის დაკავშირებული. სინამდვილეში ასეთი სახით, დიზაინერებმა ლოგოტიპში ე.წ. “სმაილი” აღნიშნეს, რომელიც კომპანიის თანამშრომლების თავაზიანობასა და მეგობრულობაზე მეტყველებს. 

656505-4-650-a542d8629a-1482214208

Toyota – ბევრს გონია, რომ იაპონური საავტომობილო კომპანია Toyota-ს ლოგო კოუბოის სტერეოტიპული ქუდის გამოსახულებაა, თუმცა სინამდვილეში Toyota-ს დაცალკევებული ლოგო, მის თითოეულ ასოს აღნიშნავს. 656655-6-650-a542d8629a-1482214208

Formula 1 – საერთაშორისო შეჯიბრებების Formula 1-ის ლოგოტიპში, ციფრი 1 ასო “F”-სა და წითელი დროშის შორის იმალება. გარდა ამისა წითელი დროშა იმ სიჩქარის მანიშნებელიცა, რომელსაც ავითარებს ფორმულა ერთის ავტომობილები.

656805-8-650-a542d8629a-1482214208

BMW – კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანიას ახალი სახელი – “ბაიერიშე მოტორენ ვერკე” ეწოდა. 1917 წელს დამუშავდა  BMW-ს ემბლემაც, რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. გარდა ამისა, იგი ბავარიის დროშის სიმბოლოსაც წარმოაგდენს.

657155-BMW_PresentLogo_Fig1-650-a542d8629a-1482214208

Pinterest – ცნობილი ინტერნეტ-სერვისია, რომელიც მომხმარებლებს, სთავაზობს საკუთარ გვერდებზე სასურველი ფოტოკოლექციების შექმნას და ონლაინ დაფაზე მიმაგრებას. სწორედ ასო “P” მოგვაგონებს ნემსზე, რომლის მეშვეობითაც ვამაგრებთ სასურველ ფოტოებს. 

657205-pinterest-dark-1920-650-a542d8629a-1482214208

775 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში