Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

6 საოცარი ფილმი, რომლებიც სიყვარულის რეალური ისტორიების მიხედვით გადაიღეს

6 საოცარი ფილმი, რომლებიც სიყვარულის რეალური ისტორიების მიხედვით გადაიღეს
March 17
11:05 2017

 

არსებობს გამოთქმა – ,,ისეთი სიყვარული, როგორც ფილმებშია”, რომლის მნიშვნელობაც ბევრს არ ესმის, თუმცა რეალურ ცხოვრებაშია სწორედ ისეთი სიყვარულის მაგალითები, რომლებიც კინემატოგრაფებისთვის შთაგონების წყარო ხდება. დაუჯერებელი სიყვარულის ისტორიები  ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ზოგჯერ ისეთიც რეჟისორები რომ ვერ იოცნებებენ. BRIGHT SIDE-მა შეარჩია თქვენთვის 6 ფილმი, რომლებიც რეალური ცხოვრების ჭეშმარიტ სიყვარულზე გვიყვება.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

,,50 პირველი პაემანი” – გენრი როტს შეუყვარდება მომხიბვლელი ლუსი. მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა, უკვე საღამოსკენ მიზანდასახულ რომეოს გამოუვა ლამაზმანის მოხიბლვა და საპასუხო გრძნობების გაღვიძება მასში. ახალგაზრდები ბედნიერები არიან და დარწმუნებულები, რომ მათი სიყვარული მარადიულია. მაგრამ, სამწუხაროდ, საავტომობილო ავარიის შემდეგ, გოგონას დილით არაფერი ახსოვს წინა დღის ამბებიდან. ამის მიუხედავად, გენრი არ აპირებს ფარ-ხმლის დაყრას და აპირებს იბრძოლოს თავისი სიყვარულისთვის.

185405-660x450_1_f112cc0cf0c8998ac6f0cbcfd4eacc97660x450_0xd42ee437_6621681301446199241-650-ac6e978ce5-1484633663

ფილმის რეალური პერსონაჟები – ლუსის პროტოტიპი არის ამერიკელი Michelle Philpotts, რომელიც განიცდის იშვიათი ფორმის ამნეზიას. მას 21 წლის განმავლობაში ჰქონდა დაკრგული მეხსიერება. მეუღლე ამტკიცებს, რომ მას ყოველ დილით ოჯახის ალბომს და მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ჩანაწერებს. რეალური ისტორია ფილმის ისტორიისგან იმით განსხვავდება რომ რეალურ ცხოვრებაში წყვილი ერთმანეთს იცნობდა ამ შემთხვევამდე, მის მეუღლეს ყოველდღე მისი სიყვაურილსთვის ბრძოლა ნაკლებად უწევდა.

185605-ground-hog-pic-masons-image-1-944364282-650-ebf630681c-1484633663

,,გრძნობათა იმპერია” – ყველაზე ეროტიული და ამავე დროს ღრმა, აზრიანი, დრამა, მშთანთქმელი და აბსოლუტურად უკონტროლო ხორციელი ვნების შესახებ. ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით.

184905-660x450_1_1e447931964d7144b9128e56b4e2bc82660x450_0xd42ee437_13018284331446200040-1-650-a5389e9259-1484633663

ფილმის რეალური პერსონაჟები – რეალურ ცხოვრებაშიც მდიდარ ბუარჟუაზს უყვარდება მისი მოახლე. მისი სიყვარულის გამო უარს ამბობს ჭამაზე, სმაზე, ოჯახზე. მათი სიყვარული იყო სრულიად განსხვავებული, სხვა ღირებულებებზე დაფუძნეული და სხვა განზომილებაში განვითარებული.

184855-600x600-650-51e0a7199f-1484633663

,,თეთრი მასაი” – კენიაში გამგზავრებისას, კაროლა არც კი ფიქრებდა, რომ მალე მას მოუწევს მასაის თომის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. მაგრამ ასე მოხდა – მას თავბრუ დაახვია ლემალიანმა, რომელიც მისი ქმარი გახდა. კაროლს უწევს ახალ ცხოვრებასთან, უცნაურ წეს-ჩვეულებებთან და ქმრის ქალების მიმართ განსხვავებულ მოქცევასთან შეგუება.

185055-660x450_1_56a34c63709ca4b88452378fe92b2120660x450_0xd42ee437_3807119361446198715-650-634c0a33d0-1484633663

ფილმის რეალური პერსონაჟები – კორინმა გაყიდა საკუთარი ბიზნესი შვეიცარიაში, დაშორდა შეყვარებულს და გაემგზავრა კენიაში. იქ შეხვდა ერთ-ერთი ტომის ჩვეულებრივ წარმომადგენელს, რომელსაც ცოლად გაჰყვა, თუმცა მალე თავი იჩინა ბევრმა პრობლემამ – იქ არსებული საშიში დაავადებები საფრთხეს წარმოადგენდა, ქმარი საკმაოდ ეჭვიანი იყო, რთული აღმოჩნდა განსხვევებულ კულტურასთან ადაპტაციაც. რამდენიმე წლის შემდეგ კორინი სამშობლოს დაუბრუნდა.

184555-151555-650-f25e8d3433-1484633663

,,ჭამე, ილოცე, შეიყვარე” – ლიზ გილბერტს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია. ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში, იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს. იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძის დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე…

185555-Eat_Pray_Love_Intl_M-650-2e3ceb87ee-1484633663

ფილმის რეალური პერსონაჟები – ახლა ელიზაბეტი და ჯოსი ცხოვრობს ნიუ ჯერსში. მათ აქვთ საკუთარი მაღაზია, სადაც ისინი ყიდიან სუვენირებს აზიიდან.

186255-s-ELIZABETH-GILBERT-AND-HUSBAND-JOSE-NUNES-large640-650-1de1659ec2-1484633663

,,ფიცი” – ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი და ლეო ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით, რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა, ასევე მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა და მისი ყოფილი საქმროს ისტორია. ყველაფრის მიუხედავად, ლეო ცდილობს მისი ცოლის გული ხელახლა მოიგოს და თავიდან შექმნას მასთან ერთად ოჯახი.

184505-1329438840_the-vow-afisha-650-635aa2096a-1484633663

ფილმის რეალური პერსონაჟები – რეალურად ქალს ავტოავარიის შედეგად განვლილი 15 წლის შესახებ არაფერი ახსოვდა. მათ შორის არც ქმარი, არც საკუთარი სიყვარულის ისტორია. მეუღლე ხელახლა შეიყვარა. სწორედ მას ეკუთვნის წიგნი ,,ფიცი”, რომელზეც მთლიანადაა დაფუძნებული ბევრისთვის საყვარელი ფილმი.

185705-kim-and-krickitt-carpenter-THE-VOW-1-650-f15dea8589-1484633663

,,ფარვანები” – ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა ადამიანის, 17 წლის გოგონას და ჯარისკაცის სიყვარულის ამბავს. ისტორია ვითარდება ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფის ფონზე. მათ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვათ და მათთვის გარე ფაქტორებს მნიშვნელობა არ აქვს. წყვილი ერთად ყოფნისთვის იბრძვის.

185205-660x450_1_9db97a5c494c91bd4843173be2b6062d660x450_0xd42ee437_17477962631446199526-1-650-66cf95522b-1484633663

ფილმის რეალური პერსონაჟები – ფილმი ეყრდნობა რეალურ ისტორიას, ვასილ იგნატენკოსა და მისი მეუღლე ლუდმილას სიყვარულის შესახებ. ვასილი მუშაობდა ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფის შემდეგ გაწმენდით სამუშაოებზე, რის გამოც რადიაციით მძიმედ მოიწამლა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან მიახლოვებას უკრძალავდნენ ცოლს, მას სიცოცხლის ბოლომდე არ დაუტოვებია იგი.

184805-4904323-650-7fdcb1db79-1484633663

მათი ქორწილის ფოტო
431 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

ALLMOVIES.GE

March 2017
M T W T F S S
« Feb    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031