ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

 

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” ახალი ინოვაციური მოთამაშეა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ ვართ საერთაშორისოდ დამკვირდებული და აღიარებული კომპანია Global Benefits Group-ის რეგიონალური ფილიალი. როგორც GBG-ის ოჯახის წარმომადგენლებს, წვდომა გვაქვს 36 წლიან საერთაშორისო გამოცდილებასთან და ვავითარებთ ბენეფიტ პროგრამებს, რომელიც მოიცავს სადაზღვევო სფეროს სრულ სპექტრს.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში (ითვალისწინებს ღამის ცვლაში მორიგეობას)

მოვალეობები:

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
  • კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში ფიქსირება;
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
  • ზარების გადამისამართება;
  • კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;
  • ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
  • სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;

სამუშაო მოთხოვნები:

განათლება/სამუშაო გამოცდილება:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • გამართული მეტყველება;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • ღამის ცვლაში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებმა გააგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@benefits.ge 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები