10 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ შეუძლებელი არაფერია

საინტერესო ფაქტები

თოთქმის ყველა ჩვენგანის ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში მიდის. ხვალ ახალი დღე იქნება, თუმცა იმავე საქმით, იმავე ადამიანებით და ა.შ. მაგრამ ყველას აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ერთფეროვნება და დაიჯეროს რომ შეუძლებელი შეიძლება მოხდეს. ამის მაგალითები რეალურ ცხოვრებაშიც მრავლადაა. გთავაზობთ 10 ფილმს, რომელთა გმირებიც გადაწყვეტენ გადალახონ ყველა დაბრკოლება და შეუძლებელი შეძლონ. ეს ფილმები მოტივაციას აგიმაღლებთ და დადებით განწყობებს შეგიქმნით.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

Wild – მოქმედება შუა ხნის ქალბატონის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც 1100 მილის გავლა მოუწევს, იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს. ფილმი შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული.

1511155-26bb134bfd8d5cd6b879a015c966665f-650-9e5638a615-1484648674

The Next Three Days – ჯონის ცხოვრება იდეალური იყო, სანამ მისი ცოლი მკვლელობის ბრალდებით არ დააპატიმრეს. ლარა ციხეში ზის, გმირი კი თავის შვილს ზრდის და ცდილობს დაამტკიცოს ცოლის უდანაშაულობა. მაგრამ მას არაფერი გამოსდის, ამიტომაც ერთადერთი რაც რჩება – გაქცევის გეგმის შემუშავებაა.

1511355-The-Next-Three-Days-kart2-650-8e1375bd3d-1484648674

Unknown – ისტორია მამაკაცის შესახებ, რომელიც კომიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი პიროვნება სხვამ მიითვისა. საკუთარ ცოლსაც კი არ სჯერა მისი. ის ცდილობს უცნობი ტაქსის მძღოლი ქალის დახმარებით, დაამტკიცოს საკუთარი ვინაობა.

1511405-Unknown_shot1-650-6262a78346-1484648674

Phone Booth – სტიუ შეფერდი სატელეფონო ჯიხურის ტყვე გახდება. მოხერხებულ ნიუ-იორკელ პიარ მენეჯერს, რომელიც სატელეფონო ჯიხურში ტელეფონს უპასუხებს ეუბნებიან, რომ თუ ყურმილს დაკიდებს მას მოკლავენ და პატარა წითელი ლაზერული შუქი იმის დასაბუთებაა, რომ სატელეფონო ზარის ავტორი არ ხუმრობს.

1511605-f07bf9e9eb6630f33b7f178407d9d004_fitted_550x421-650-c71513b552-1484648674

The Guardian – ბენ რენდელი ლეგენდარული მცურავი-მაშველია, რომელმაც წარსულში საშინელი კატასტროფის დროს თავისი გუნდი დაკარგა. ცხოვრებაში თავისი ადგილის საპოვნელად და საშინელი ამბავის დასავიწყებლად ის გადაწყვიტავს სანაპიროს დაცვაში წავიდეს, სადაც მის მოვალეობაში ახალგაზრდა მაშველების წრთვნა შედის. აქ ის შეხვდება ახალგაზრდა და ნიჭიერ მცურავს ჯეიკ ფიშერს. სწავლის პროცესის დროს ბენი ეხმარება ჯეიკს შეათავსოს თავისი რთული ხასიათი თავის ნიჭთან.

1511655-20-650-904a86b427-1484648674

The Impossible – ფილმის სიუჟეტი დაარსებულია რეალურ შემთხვევაზე – ერთ ევროპულ ოჯახზე. ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო დღესასწაულის ტაილანდის თბილ ადგილებში გატარება, რომელიც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდება.

1511705-44-650-542c259ca2-1484648674

Tower Heist – ფეშენებელური სახლის მენეჯერი თანამშრომლების ჯგუფს უოლსთრითელ გაიძვერასთან შესახვედრად მიუძღვება, რომელსაც მათი ვალი აქვს. გამოუცდელი თაღლითების გუნდმა უნდა შესძლოს და 20 მილიონი დოლარი იპოვნოს, სანამ ქურდი მათი ვალით არ გაუჩინარებულა. როგორც მათ ჰგონიათ, ეს თანხა პენტჰაუსშია დამალული.

1511755-12-650-e729872d59-1484648674

Cellular – ჯესიკას გაიტაცებენ და ბნელ სხვენში გამოკეტავენ.მისი ერთადერთი იმედი ახლა ძველი ტელეფონია. იგი შემთხვევით ერთ მამაკაცს დაურეკავს და აცნობებს, რომ იგი გაიტაცეს და მოკვლას უპირებენ. ამ დროს კი ტელეფონი გაითიშება. ჯესიკამ თავისი ძალებით უნდა შეძლოს და თავი დააღწიოს ტყვეობას…

1511805-11-650-b730c4e76b-1484648674

Eagle Eye – ჯერი შოუ და რეიჩელ ჰოლოუმენი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები არიან, რომლებიც უცნობი ქალბატონის უცნაურმა სატელეფონო ზარმა შეახვედრა. იგი ემუქრება მათ და მათი ახლობლების სიცოცხლეს და ამ ხერხით ჯერის და რეიჩელს სხვადასხვა სახიფათო სიტუაციაში აგდებს. ამ მწვავე სიტუაციაში ეს ორი რიგითი ადამიანი ქვეყნის ყველაზე სახიფათო ძებნილებად გამოცხადდებიან. მათ ერთად უნდა გაარკვიონ, რა ხდება სინამდვილეში და რატომ.

1511855-16-650-f60a59b975-1484648674

Fightplan – კლაუსტროფობიული ჰიჩკოკისეული თრილერი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად ბერლინიდან ამერიკაში ბრუნდება. 30 000 მეტრის სიმაღლეზე ბავშვი უეცრად ქრება და მგზავრები არწმუნებენ დედას, რომ ბავშვი თვითმფრინავში საერთოდ არ ყოფილა…

1511905-124-650-904a86b427-1484648674

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები