Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

GIPA-ს სტუდენტების ახალი პროექტის ფარგლებში ზვიად ქორიძე საჯარო ლექციას გამართავს

GIPA-ს სტუდენტების ახალი პროექტის ფარგლებში ზვიად ქორიძე საჯარო ლექციას გამართავს
March 29
12:02 2017

 

GIPA-ს რამდენიმე სტუდენტმა სოციალური მეცნიერების სკოლიდან გააკეთეს პროექტი – LIBArt, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე, ლიბერალური ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებების ფარგლებში. პროექტის მიზანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

პროექტი შეიქმნა ჯიპას მეორე კურსის სტუდენტების მიერ, ორგანიზატორებიც თავად სტუდენტები არიან.  ,,დავწერეთ გეგმა და შევიტანეთ ჯიპას ადმინისტრაციაში. პროექტს თავიდანვე მოყვა დადებითი შეფასებები ადმინისტრაციის მხრიდან და მალევე დავიწყეთ მზადებაც. პირველი ლექცია  ჩატარდა ტყუილის ხელოვნებაზე. ლექციას წარუძღვა სერტიფიცირებული ფსიქოლოგ-კონსულტანტი, პრაღის ფსიქოთერაპიული ცენტრის ,, Aperta via”-ს დამმაარსებელი დაზოგადოევრივ საქმეთა ინსტიტუტის ,,კომუნიკაციის ფსიქოლოგიის” ლექტორი, ლევან ზარდალიშვილი. ჯიპას ადმინისტრაცია, ჩართულია მოცემულ პროექტში  ხელს გვიწყობს და გვეხმარება მის განხორციელებაში”, – გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლიზი პატარაიამ.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება 6 საჯარო ლექცია, სოციალური მეციერებების დარგებში, სხვადასხვა საინტერესო თემაზე,  1 ან 2 კვირიანი შუალედით. პროექტი დასრულდება 3 ივნისს.

,,პირობას ვდებთ, რომ თითოეული ლექცია იქნება ინფორმაციული, სასარგებლო და საბოლოო ჯამში განვითარებისთვის აუცილებელი. ჩვენი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ჩამოყალიბება.  შემდეგი ლექცია იქნება  შემდეგი სახელწოდებით – ,,მედია და ცენზურა”, რომელსაც წარუძღვება შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და პრეზიდენტის პრესმდივანი – ზვიად ქორიძე”, – გვითხრა ლიზიმ.

ორგანიზატორები: ლიზი პატარაია, ნოდა რუხაძე, მარიამ მაჭავარიანი, ნინო კობახიძე და ლაშა კვინიკაძე.

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა ეწვიეთ ბმულს.

 

203 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში