ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის და პერსონალის შერჩევის მიმართულებით.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ან სხვა რელევანტური მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი);
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ახალ გარემოში ადვილად ადაპტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელური, აქტიური, ენერგიული, დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არაუგვიანეს 2017 წლის 14 აპრილისა (18:00 საათი).

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (“subject”) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს – “სტაჟიორი ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში” წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები