„ისწავლე და იმუშავე“ – შეთავაზება სტუდენტებს

განათლება

პალიტრა ჯგუფი პროექტის „ისწავლე და იმუშავე“-ს მესამე ნაკადის მიღებას იწყებს.

  • ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული?
  • გაინტერესებს გაყიდვების მენეჯმენტი?
  • გსურს იყო დიდ და ძლიერი გუნდის წევრი?

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

პალიტრა ჯგუფი სწავლის და კარიერის შექმნის შესაძლებლობას გთავაზობს. პროექტის ფარგლებში კონკურსით შერჩეული წარმატებული კანდიდატები გაივლიან 2 თვიან პროგრამას, რომელიც მოიცავს 1 თვიან ინტენსიურ სწავლებას პალიტრა ჯგუფის ტრენინგ-ცენტრში და სტაჟირებას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს პროექტის მონაწილის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:

  • გაყიდვების მენეჯმენტს
  • მოლაპარაკების ტექნიკებს
  • რეკლამის გაყიდვებს
  • კონტენტ მარკეტინგს

პროგრამის წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან პალიტრა ჯგუფის გაყიდვების დეპარტამენტში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი (ნებისმიერი სპეციალიზაციით)
  • კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
  • განვითარების სურვილი;
  • შემოქმედებითი აზროვნება და სიახლეებისადმი ღიაობა;
  • აქტიურობა და ენერგიულობა;

პროგრამის “ისწავლე და იმუშავეს“ მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. თუ თვლი რომ ეს შენი შანსია, გააგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: career@palitra.ge ან მიწერეთ ფეისბუკ-გვერდზე: www.facebook.com/Palitra.job/?fref=ts არაუგვიანეს 20 აპრილისა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები