ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია “კროკობეთი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
  • ტელეფონისა და ლაივ ჩატის საშუალებით მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა და კომპანიაში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმირება;
  • ტელეფონისა და ლაივ ჩატის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
  • მონაცემთა ბაზის სპეც. პროგრამაში ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლება (ნებისმიერი);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გამართული მეტყველება;
  • ვერბალური კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის და თავაზიანად მომსახურების უნარი;
  • სხარტი აზროვნება;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • მოტივირებულობა, ენთუზიაზმი;
  • დეტალებზე ორიენტაცია.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ვაკის რაიონი
  • სამუშაო გრაფიკი: დღისა და ღამის ცვლები (მონაცვლეობით)
  • ხელფასი: 600 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@crocobet.ge არაუგვიანეს 2017 წლის 20 აპრილისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები