ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

ონლაინ გაყიდვების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, ასევე განიხილება განათლების ნებისმიერი მიმართულების სტუდენტი.
სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
კომპიუტერული და საოფისე პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა საბაზისო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
სასიამოვნო ხმის ტემბრი.
კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
გუნდური მუშაობის უნარი.
პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური.
სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

გამავალი ზარის განხორციელება
პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა.
პოტენციური მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქციისა და სერვისის შესახებ.
პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება.
მოზიდული მომხმარებლების მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მათ კმაყოფილებაზე

კომპანია გთავაზობთ:

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთით ცვლიანობის განრიგით კვირაში 5 სამუშაო დღე შაბათი ნახევარი განაკვეთი
ტრენინგი გაყიდვების მიმართულებით
კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი
წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე hr@bookmark.ge 30 აპრილამდე და სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (ქოლ-ცენტრის ოპერატორი).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები