15 შესანიშნავი დეტექტივი, რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ

საინტერესო ფაქტები

ზოგიერთი ფილმი იმდენად საინტერესოა რომ გარე სამაყროსთან კავშირს გარღვევინებთ. მათი შინაარსი, ეფექტური ვიზუალი, მსახიობების ოსტატობა, მომხიბლავი ,,საუნდრეკები” გულგრილს არავის ტოვებს. დეტექტივი კი სწორედ ის ჟანრია, რომელიც ფილმებს დამატებით ხიბლს მატებეს. გთავაზობთ 15 შესანიშნავ დეტექტივს, რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

The Oxford Murders – მარტინმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მოულოდნელად რამოდენიმე უცნაური მკვლელობა ხდება. ის დეტექტივთან ერთად საკუთარ გამოძიებას იწყებს.

The Number 23 – უოლტერ სპაროუ საიდუმლოებით მოცული წიგნით შეპყრობილი ხდება. როგორც აღმოჩნდება, ეს წიგნი მის ცხოვრებაზეა დაფუძნებული. როდესაც ის წიგნს გადაფურცლავს, მაშინვე წაკითხულსა და საკუთარ ცხოვრებას შორის პარალელებს იპოვნის. მას შიში შეიპყრობს, რომ წიგნში აღწერილი მკვლელობა შესაძლოა სინამდვილეში მოხდეს.

And Then There Were None (TV mini-series) – ამ სერიალში მოვლენები 1939 წელს ვითარდება. 10 ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი გაემგზავრება კუნძულ SOLDIER ISLAND-ში, იდუმალი მასპინძლების დაპატიჟების გამო. სტუმრების ჩასვლის მომენტში მასპინძლები კუნძულზე არ იმყოფებიან. ათივეს კუნძულზე წარედგინებათ ბრალი საშინელი დანაშაულის ჩადენის მიზეზით. იმის შემდეგ, რაც ამ ათიდან ერთ-ერთს მოკლავენ ამოუცნობ ვითარებაში, დარჩენილი ცხრა გადაწყვეტს, რომ მკვლელი შეიძლება იყოს რომელიმე მათგანი. აგატა კრისტის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია.

Flightplan – კლაუსტროფობიული ჰიჩკოკისეული თრილერი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად ბერლინიდან ამერიკაში ბრუნდება. 30 000 მეტრის სიმაღლეზე ბავშვი უეცრად ქრება და მგზავრები არწმუნებენ დედას, რომ ბავშვი თვითმფრინავში საერთოდ არ ყოფილა…

Mystic River – ჯიმ მარკუმი, დეივ ბოილი და შონ დევინი – ბავშვობის განუშორებელი მეგობრები არიან. ისინი ერთად, როგორც ჩვეულოებრივი ბავშვები ბოსტონის ქუჩებში იზრდებიან და ასე გრძელდება მანამ, სანამ დეივს დააძალებენ მანქანაში გასეირნებას, რაც სამუდამოდ ცვლის არა მარტო ახლანდელ ბიჭების ცხოვრებას, არამედ მათ მომავალსაც… 25 წლის მერე ბედისწერა კვლავ ახვედრებს მათ ტრაგედიის წინ: 19 წლის ჯიმის ქალიშვილის საზარელი მკვლელობის წინ. პოლიციელს, რომელსაც ამ საქმის გამოძიებას ავალებენ შონ დევინია, რომელმაც თავის თანაშემწესთან ერთად უნდა გამოიძიონ სავარაუდოდ აზრს მოკლებული დანაშაული.

Before I Go to Sleep – უკვე მეოცე წელია, იმ დღიდან, რაც მწერალი კრისტინა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ყოველ დილით მას ავიწყდება რა მოხდა წინა დღეს. ექიმის რჩევით, ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით იწერს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ერთ დღესაც კრისტინა აღმოაჩენს, რომ მის თავს ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჯობია სამუდამოდ დაივიწყოს.

Fracture – ერთ დღეს მილიონერი ტედი გაიგებს რომ მას თავისი ცოლი ღალატობს. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ძალიან უყვარს ამოიღებს პისტოლეტს და სახეში ესვრის. ფულისა და რიგი ეშმაკობების გამოყენებით იგი შეძლებს ციხეს თავი აარიდოს.

Prisoners – კელერ დოვერი კარგავს პოლიციის იმედს, რომლებიც ეძებენ მის შვილს, რომელიც სავარაუდოდ გაიტაცეს. ის გადაწყვეტს თავად იმოქმედოს და მძევლად აიყვანს, გოგონას გატაცებაში ეჭვმიტანილს, მაგრამ ეს შეიძლება ძვირად დაუჯდეს, რადგან ახლა პოლიციის სრული შემადგენლობა კელერის ძებნას იწყებს.

Memento – თავის ტრამვის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირებაა აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რომ მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.

Mulholland Drive – მალჰოლენდ დრაივზე სამანქანო ავარიის შემდეგ ქალს ამნეზია ემართება, ირჩევს ახალ სახელს – რიტას, ფილმის „რიტა ჰეივორტ“–ის სარეკლამო აფიშიდან…

Zodiac – ფილმი ეყრდნობა ჩადენილი დანაშაულის რეალურ მასალებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი, გაუხსნელი საქმეა ამერიკაში. “ზოდიაქო” არის ამბავი სერიულ მკვლელზე, რომელიც სან ფრანცისკოს სანაპირო ზოლს ატერორებდა და შიფრებით და წერილებით პოლიციას თავგზას უბნევდა. ამ საქმის გამო ოთხი პოლიციელი შეპყრობილი ხდება, მათი ცხოვრება და კარიერა ვითარდება და ინგრევა დაუსრულებელი მინიშნებების ფონზე.

The Girl on the Train – ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში.

Gone Baby Gone – კერძო დეტექტივები იძიებენ 4 წლის გოგონას გაუჩინარების ამბავს. თუმცა გამოძიება იმაზე უფრო კომპლექსური ხდება, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ.

Trance – კოლექციონერი ვერ უძლებს ცდუნებას და ქირაობს ქურდებს ხელოვნების ძვირფასი ნიმუშის მოსაპარად, რომლის ფასიც მილიონობით დოლარია. ქურდობა ისე სუფთად და მარტივად ვერ მოხდება, როგორც იყო დაგეგმილი. თავში ჩარტყმის შედეგად კოლექციონერს ამნეზია ემართება.

The Life of David Gale – დევიდ გეილი ადვოკატია, ის ცდილობს სიკვდილით დასჯის აკრძალვას. ბედის ირონიით ის თავად აღმოჩნდება სიკვდილმისჯილთა საკანში, განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გეილი ინტერვიუზე თანხმდება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები