Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

12 სახის ინფორმაცია, რომლებიც უნდა წაშალოთ თქვენი Facebook-დან

12 სახის ინფორმაცია, რომლებიც უნდა წაშალოთ თქვენი Facebook-დან
May 04
11:45 2017

სოციალური ქსელები რომ ქვეყნები იყოს:

ფეისბუქის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მომხმარებლების კონფიდენციალობის დაცვა მათთვის პირველხარისხოვანია, თუმცა არსებობს გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ანთავსებთ გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგალითად დაბადების დღის თარიღი, ადგილი, სადაც სკოლაში დადიოდით.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ჰაკერები ამბობენ, რომ ყველაზე ადვილად იყენებენ ინფორმაციას, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით აწვდიან აპლიკაციის შემქმნელებს. მაგალითად ისეთ ტიპის, როგორიცაა “როგორი ხასიათი გაქვს”, “ჰოლივუდის რომელ ვარსკვლავს გავხარ” “იპოვე ორეული” და ა.შ.

ამ ტიპის აპლიკაციები შეიცავენ უწყინარ დეტალებს, რომლის მეშვეობით ჰაკერები იღებენ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა გქონდეთ გამოყენებული პაროლში, ან მისი აღდგენისთვის მითითებული.

გთავაზობთ 12 ტიპის ინფორმაციას, რომელიც უნდა წაშალოთ თქვენივე პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის პროფილიდან.

1. დაბადების თარიღი თქვენს სახელსა და გვართან ერთად უკვე არის მნიშვნელოვანი მონაცემი საბანკო ანგარიშებსა და პირად ინფორმაციასთან წვდომისთვის.

2. არ მიუთითოთ ღიად ტელეფონის ნომერი.

3. წაშალეთ ე.წ. უცნობი “მეგობრების” დიდი ნაწილი.

4. არ განათავსოთ ბავშვების ფოტოები პროფილზე, რომ არ დაირღვეს მათი უფლებები. თქვენ არ იცით, უნდათ თუ არა ბავშვებმა იხილონ თავი სოციალურ ქსელში წლების შემდეგ ისე, როგორც ეს თქვენ მიაწოდეთ თქვენს მეგობრებს.

5. ბავშვების სკოლის ფოტოები.

ბოლო კვლევების თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახშირებულია სექსუალური ძალადობის შემთხვევები, მათ შორის მოზარდებზე. ამიტომ, უსაფრთხოების დაცვისთვის, მოერიდეთ შვილის ან მოზარდის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად გაამჟღავნოთ საჯაროთ, სად არის, როდის და რატომ.

6. ადგილმდებარეობის განსაზღვრა  – ანდროიდებისა და აიფონების მომსახურება ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ აუცილებლად გამორთეთ.

მობილურების ეს ფუნქცია იძლევა შესაძლებლობას ადგილმდებარეობის განსაზღვრის, რაც ბუნებრივია თქვენს შესახებ ინფორმაციას აწვდის გარეშე პირებს.

7. სამსახურის შესახებ ინფორმაცია.

8. შეიკავეთ თავი თაგისა და ჩექინისგან – პირადი ინფორმაციის დაცულობისთვის. თქვენ გასცემთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, სად იმყოფებით, რა მისამართზე და ვისთან ერთად.

9. ინფორმაცია თქვენი შვებულების შესახებ.

10. ინფორმაცია თქვენი ურთიერთობების შესახებ.

11. საკრედიტო ბარათის მონაცემები არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ.

12. ფოტო, რომელიც პასპორტშია გამოყენებული.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ”ინდეპენდენტი” აქვეყნებს.

წყარო: ajaratv.ge

2,058 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

ALLMOVIES.GE

May 2017
M T W T F S S
« Apr    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031