10 შთამბეჭდავი ფილმი, რომლებიც ეკრანს მიგაჯაჭვებთ

თავისუფალი დრო

უამრავი სახის ფილმი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. თუმცა არსებობს ფილმები, რომელთა სიუჟეტი, მსახიობების ოსტატური თამაში, ფილმის ტექნიკური სრულყოფა და მილიონობით მაყურებელი, აღფრთოვანებას იწვევს. გთავაზობთ 10 შთამბეჭდავ ფილმს, რომლებიც ეკრანს მიგაჯაჭვებთ.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

This Must Be the Place – პენსიონერი როკ-მომღერალი მამის ჯალათის მოსაძებნად მიემგზავრება, რომელიც ყოფილი ნაცისტია და ახლა აშშ-ს აფარებს თავს.

The Dead Girl – მოვლენები ვითარდება ლოს-ანჯელესში, სადაც ახალგაზრდა გოგონა კრისტას მოულოდნელი გარდაცვალება, ერთი შეხედვით განსხვავებულ ქალებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა გაარკვიონ სიმართლე.

Remember – 90 წლის ზევი, გადარჩენილი ჰოლოკოსტისგან, გაიგებს, რომ მცველი-ნაცისტი, დამნაშავე ომის დროს მისი ოჯახის გარდაცვალებაში, მშვიდად ცხოვრობს ამერიკაში სხვისი სახელით. ზევი გაემართება იქ სამართლიანობის აღსადგენად…

Perfect Blue – მიმა კირიგოე, მომღერალია, რომელიც მის ტრიოს ტოვებს, რათა მსახიობი გახდეს. ეს აბრაზებს მის ფანებს, რომელიც მას პოპ კერპად აღიქვამენ. მას ეჭვები უჩნდება. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საკუთარი ალტერ ეგო დაჰყვება თან, რომელიც აცხადებს რომ ისაა ნამდვილი მიმა. ის სიგიჟის ზღვარზეა, რადგან თანამშრომლები სასტიკად კვდებიან მის ირგვლივ.

The Lives of Others – სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში ვითარდება, სადაც გადაცმული “შტაზის” წევრები აკონტროლებდნენ კულტურის სფეროს. პარტიის კაპიტან ვილერს დავალებული აქვს დრამატრურგ დრეიმანს თვალი ადევნოს და როცა იგი უფრო და უფრო სიღრმისეულად იძიებს მის ცხვორებას, ის საშიშ საზღვარს მიაღწევს და თვითონვე შეეპარება ეჭვი სახელმწიფო სისტემაში.

Where the Truth Lies – ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც დაინტერესდა წარსულში მომხდარი ინციდენტით, რომელმაც დაშალა ამერიკული ცნობილი კომედიური შოუ-დუეტი, აღმოჩნდება საიდუმლო ისტორიაში ჩათრეული, რომელიც სავსეა ვნებითა და ღალატით.

Neerja – ფილმი დაფუძნებულია სტუარდესას, ნიირჯი ბჰანოტის, ცხოვრებაზე, რომელმაც მისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა 359 მგზავრი, 1986 წელს, როდესაც თვითმფრინავი ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიყვანა მძევლად.

Enemy – ისტორიის მასწავლებელი ტერტულიანო მაკსიმო, რომელიც სულ დეპრესიაშია, ერთ დღესაც ქირაობს ფილმს “მიზანდასახული მონადირის თამაში”. ფილმი მას არ მოეწონება და გადაწყვეტს დაწვეს, თუმცა უცებ გამოეღვიძება რადგან გაახსენდება, რომ ფილმი არ გამოურთავს და მეორე წრეზე ჩაირთო. ამ დროს ტერტულიანომ აღმოაჩინა, რომ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი როგორც ორი წყლის წვეთი ისე გავს მას. იგი გადაწყვეტს მოძებნოს თავისი ორეული.

The Departed – სამხრეთ ბოსტონის ირლანდიელ მაფიოზთა კლანის დასამარცხებლად პოლიცია ფარულად თანამშრომელს შეაგზავნის, რომ შიგნიდან ინფორმაცია მიიღოს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ სინდიკატმაც მსგავსი რამ განახორციელა. როდესაც შეგზავნილი პოლიციელი მაფიის უფროსს დაუახლოვდება, პარალელურად პოლიციაში შეპარულ კრიმინალს კარიერაში წარმატებები აქვს და აწინაურებენ. მაგრამ ორივე მხარე მალევე აღმოაჩენს, რომ მათ შორის დამსმენია.

Changeling – ქრისტინ ქოლინზი კარგვს ერთადერთ შვილს. გამომძიებლები რამდენიმე ხნის შემდეგ მის გატაცებულ შვილს სახლში აბრუნებენ. როცა ქრისტინი ეჭვს აიღებს, რომ ეს ბიჭი მისი შვილი არ არის, პოლიციის კაპიტანი გადაწყვეტს ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსოს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები