საზაფხულო დასაქმების პროგრამა სუტუდენტებისთვის

დასაქმება

“საქართველოს ბანკის” საქველმოქმედო ფონდი “სიცოცხლის ხე” აცხადებს საზაფხულო დასაქმების პროგრამას სოციალური პროექტის ასისტენტის თანამდებობაზე პროექტისთვის Donate.ge. “სიცოცხლის ხე” ეძებს მოტივირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდას, რომელიც სრულად ჩართული იქნება სოციალური პროექტის წარმატებით განხორცელებაში.

საზაფხულო პროგრამა ანაზღაურებადია და განიხილება გრძელვადიანი თანამშრომლობაც. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, არასრული დატვირთვით.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

პროექტის შესახებ:

საქართველოს ბანკის საქველმოქმედო ფონდ სიცოცხლის ხის მიერ შეიქმნა პლათფორმა – donate.ge, რომლიდანაც ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია გადარიცხოს თანხა საქართველოში არსებულ საქველმოქმედო ფონდებში.

პლათფორმას თანხის მარტივად გადარიცხვის შესაძლებლობის გარდა, ივნისიდან დაემატება ნივთების დონაციის ფუნქცია. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გასცეს ნივთები მათთვის, ვისაც ის ძალიან სჭირდება, იქნება ეს წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, ტექნიკა თუ მცირე ზომის ავეჯი. ნივთების გაცემა donate.ge-ზე განთავსებული მარტივი აპლიკაციის შევსებით იქნება შესაძლებელი. დარეგისტრირებულ ნივთებს donate.ge-ს ავტომობილი ადგილზე მიაკითხავს. შეგროვებული ნივთები გადაეცემათ თავშესაფრებს და სოციალურად დაუცველ პირებს. პროექტი პირველ ეტაპზე მოიცავს თბილისს.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის ვებგვერდის მხარდაჭერა;
  • სოციალური კამპანიის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მხარდაჭერა სატელეფონო, წერილობითი ან f2f კომუნიკაციით;
  • შეგროვებული ნივთების აღრიცხვა, განაწილება და ბენეფიციარებისთვის მიწოდება;
  • პროექტის აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  • გამართული და შეუფერხებელი სამუშაო პროცესის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია მოხალისეობრივ, სოციალურ, საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.
განათლება: სტუდენტი ან უმაღლესი.

ცოდნა და პიროვნული უნარები:

  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა (როგორც წერითი ისევე სასაუბრო);
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;
  • მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ემპათია.

თუ გაქვთ სურვილი ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი წვლილი შეიტანოთ მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@tree.ge 2017 წლის 25 მაისის ჩათვლით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები