Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომლებიც ახლავე უნდა წაიკითხოთ

10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომლებიც ახლავე უნდა წაიკითხოთ
May 17
16:20 2017

წიგნის კითხვის ნახევარი სიამოვნება ამ წიგნის შესახებ მეგობრებთან, თანამშრემლობთან, ახლობლებთან საუბარია – რა შეგრძნებები გეუფლებოდა ამა თუ იმ წიგნის კითხვისას, რა ღირებულებებია მასში, რატომ მოიქცა გმირი ასე, რა იყო ავტორის სათქმელი და ა.შ. მაგრამ ეს საუბარი კიდევ უფრო საინტერესოა თუ თანამოსაუბრესაც წაკითხული აქვს იგივე წიგნი. გთავაზობთ Amazon-ის “ბესტსელერი” 50 წიგნიდან ათ ყველაზე პოპულარულ და კრიტიკოსების მიერ აღიარებულ წიგნს.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

A Man Called Ove: A Novel, by Fredrik Backman – ფრედრიკ ბეკმენის რომანი გიამბობთ გაბრაზებულ მეზობლის მოხუც კაცზე, რომლის სიღრმისეული აზროვნება გავლენას ახდენს ბევრის ცხოვრებაზე.

Exit West, by Mohsin Hamid – წიგნში საუბარია მიმდინარე გლობალურ პრობლემებზე – როგორ მიმდინარეობს დროის გლობალიზაცია და როგორ იწყება სამოქალაქლო ომი უცნობ ქალაქსა და უცნობ ქვეყანაში. შეხვედრა, განშორება, დაკარგვა, დატოვება, სიკვდილი და ძალადობა – სრულ ქაოსს ქმნის.

Hillbilly Elegy, by J.D. Vance – ეს არის თეთრკანიანი ამერიკელის კრიტიკული ანალიზი კულტურისა. თქვენ წაიკითხავთ ჭეშმარიტ ისტორიას იმ ქვეყნის დემოგრაფიაზე, კულტურაზე, სოციალურ და რეგიონულ შემცირებაზე, რომელიც დეზინტეგრაციას განიცდიდა 40 წელი.

Milk and Honey, by Rupi Kaur –  ეს არის პოეზიის კრებული გადარჩენის, ძალადობის, გამოცდილების, სიყვარულის და დაკარგვის შესახებ. წიგნი შედგება 4 თავისგან და თითოეული მათგანი ემსახურება განსხვავებულ მიზანსა და განსხვავებულ გულის ტკივილს. ,,რძე და თაფლი” მკითხველსა ყველაზე მწარე მომენტების დახმარებით დაანახებს სიტკბოს, რომელსაც ვერ ვამჩნევთ.

One of the Boys: A Novel, by Daniel Magariel – ისტორია ორ ძმას და მათ ფსიქიკურად არამდგრად მამას ეხება. მათი რთული ცხოვრება, ურთიერთობები და ემოციები დრამატულ ფონს ქმნის. მამა ცდილობს გაიმარჯვოს ომში, დაძლიოს გაყრით გამოწვეული ტკვილი და შეცვალოს ცხოვრება.

Option B: Facing Adversity, Building Resilience, and Finding Joy, by Sheryl Sandberg and Adam Grant – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შერილი და ბავშვები გრძნობენ რომ აღარ არსებობს მათთვის გულწრფელი ბედნიერება. ყოველი დღე, ყოველი სუნთქვა, ყოველი მონატრება მათ სიცარიელით ავსებს. თუმცა ფსიქოლოგი მეგობარი ასწავლის რომ არსებობს ძალა, რომელიც ახლიდან გბადებს და ეს ძალა თავად შენშია.

The Stranger in the Woods: The Extraordinary Story of the Last True Hermit, by Michael Finkel – წიგნი სამეცნიერო ხასიათისაა და მარტივად დაგანახებთ ბუნების, ადამიანების, სულიერი თუ არასულიერი არსებების შესაძლებლობებს. სამყაროს უნიკალურობას, ურთიერთდამოკიდებულებებს, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და ა.შ.

You Are a Badass: How to Stop Doubting Your Greatness and Start Living an Awesome Life, by Jen Sincero – გასართობი წიგნი, რომელიც სხვადასხვა თავის დახმარებით გასწავლით როგორ დაძლიოთ გამოწვევები, როგორ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ და ა.შ. ეს ყველაფერი კი იუმორისტული მონახაზების კვალდაკვალ შეგიძლიათ გაითავისოთ.

The Stranger in the Woods: The Extraordinary Story of the Last True Hermit, by Michael Finkel – ეს არის გადარჩენის ისტორია. ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოვლენა. გმირი ტყეში იკარგება და ათეულობით წელი ვერავის ელაპარაკება, იგი მკაცრ ბუნებას შიშველი ხელებით ებრძვის.

The Subtle Art of Not Giving a F*ck: A Counterintuitive Approach to Living a Good Life, by Mark Manson – ათეულობით წელი ასწავლიდნენ, რომ პოზიტიური ფიქრები ბედნიერი და მდიდარი ცხოვრების გასაღებია. ავტორი აგინებს ამ სწავლებას და ამბობს, რომ მოდი გულახდილებით ვიყოთ, რომ ეს ასე არ არის – არ არსებობს ბედნიერების არც საზომი და არც ზღვარი.

790 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში