Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 მაღალი სტანდარტის ფილმი, რომლებიც წელს არ უნდა გამოტოვოთ

10 მაღალი სტანდარტის ფილმი, რომლებიც წელს არ უნდა გამოტოვოთ
May 20
14:24 2017

ყოველთვის არსებობს ფილმები, რომლებიც მაყურებლის მოლოდინს ამართლებს. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ რომელიმე მათგანი, რომელიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს, გთავაზობთ 10 მაღალი სტანდარტის ფილმს. მათი ნახვა მომავალი წლისთვის არ უნდა გადადოთ.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

Passengers – ფილმი მოგვითხრობს ხომალდზე, რომელიც მიფრინავს პლანეტაზე, სადაც ადამიანები დასახლებას აპირებენ. მოცემულ ხომალდზე ყველა მგზავრს სძინავს, ისინი წესით და რიგით 120 წლის შემდეგ გაიღვიძებენ, სამწუხაროდ ფილმის მთავარ გმირს არ გაუამრთლებს, მას 90 წლით ადრე გაეღვიძება.

Assassin’s Creed – რევოლუციური ტექნოლოგიის საშუალებით, რომელსაც მემკვიდრული ინფორმაციის გათავისუფლება შეუძლია, კალუმ ლინჩი გამოცდის მისი წინაპრის თავგადასავლებს მეთხუთმეტე საუკუნეში.

Collateral Beauty – ფილმის მთავარი გმირი სარეკლამო სააგენტოში მუშაობს ნიუ იორკში. მის ცხოვრებაში მომხდარი უდიდესი ტრაგედია მას დეპრესიაში აგდებს. კოლეგები ცდილობენ დაუბრუნონ მას ცხოვრების ხალისი და გეგმას ადგენენ ამისთვის, მგრამ გეგმა მოულოდნელ შედეგებს მოიტანს.

Underworld: Blood Wars – მებრძოლი ვამპირი სელენა, ერთვება საბოლოო ბრძოლაში მაქციებისა და ვამპირების კლანებს შორის.

Arrival – ფილმი მოგვითხრობს შესაძლო რეალობის შესახებ დედამიწაზე, სადაც უცხო პლანეტელები ჩამოფრინდნენ. მთავაირ პრიორიტეტი ამ დროს შეიძინა მათთან კომუნიკაციამ, შედგად ამერიკის საუკეთესო ლინგვისტს მიმართეს, რომელიც მთავარ როლს შეითავსებს ამ მოვლენებში.

Fantastic Beasts and Where to Find Them – ეს არის მწერალი ნიუტ სკამანდერის თავგადასავალი ნიუ იორკის გრძნეულთა საზოგადოებაში 70 წლით ადრე. ფილმი მოგვითხრობს ჰარი პოტერის სამყაროს წარსულზე, ადამიანზე, რომელიც პატრონობს და პოულობს ჯადოსნურ ცხოველებს.

Fences – 1950-იან წლებში აფრო-ამერიკელი მამა ცდილობს ებრძოლოს რასიზმს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Gold – ფილმი მოგვითხრობს ერთი საინტერესო ადამიანის შესახებ, რომელიც მიზნად ოქროს მაღაროს პოვნა დაისახავს და ამისთვის საუკეთესო ექსპერტთან დაიწყებს თანამშრომლობას. შედეგი, რომელიც მას ელოდება წინ არანაირი პროგნოზს არ ექვემდებარება.

Allied – ფილმი მოგვითხრობს ორი ადამიანის სიყვარულზე, რომელთა გრძნობაც უამრავი რთული გამოცდის წინაშე დადგება.

Rogue One: A Star Wars Story – თაღლითების გუნდი უერთდება მისიას, რის მიხედვითაც უნდა მოიპარონ ხომალდ “სიკვდილის ვარსკვლავის” გეგმები და გალაქტიკაზე ახალი იმედი ჩამოიტანონ.

479 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

ALLMOVIES.GE