სომხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

განათლება

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოს 10 მოქალაქე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
ინგლისური ენის ფლობა

სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ინგლისური ენის ფლობა

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პასპორტის ასლი
  • სააპლიკაციო ფორმა
  • 4 ფოტო სურათი
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • CV

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმის ელექტრონული ფორმა იხილეთ დანართში.

საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები