ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია “აგროჰაბი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგი მიმართულებით:

სამზარეულო;
საცხობი;
საკონდიტრო.

სტაჟიორებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ პროფესიონალებისგან, განვითარდნენ პროფესიულად და გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

“აგროჰაბი” არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

მონაწილეობა სამზარეულოში, საცხობსა და საკონდიტროში მიმდინარე პროცესებში;
პროდუქტის დამზადებაში მონაწილეობა;
უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:

პროფესიული განათლება (სტუდენტი ან კურსდამთავრებული);
ქართული და მსოფლიო სამზარეულოს ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პრობლემების გადაჭრის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
სისწრაფე;
განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge 2017 წლის 15 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები