აშშ-ის საელჩოში სტუდენტებისთვის სტაჟირება გამოცხადდა

დასაქმება

აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის საზოგადოებრივ საქმეთა სექციაში, რამდენიმე პოზიციაზე. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაა.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ის იძლევა დიდ გამოცდილებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

სტაჟირების გავლა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის მოქმედ სტუდენტს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა სტაჟირებაზე (სასურველია ინგლისურად);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურად);
  • აკადემიური სწავლებების (საგნების) ჩამონათვალი (სასურველია ინგლისურად);

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე – HROTbilisi@State.gov.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები