Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Google-ში ძიების 10 მეთოდი, რომელთა შესახებ 96%-მა არ იცის

Google-ში ძიების 10 მეთოდი, რომელთა შესახებ 96%-მა არ იცის
June 22
12:28 2017

ინტერნეტისა და ციფრული სამყაროს ერაში შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება. რამდენიმე წუთში შეგვიძლია მოვძებნოთ გემრიელი ნამცხვრების რეცეპტები ან სხვადასხვა მეცნიერული თეორია.

თუმცა ხანდახან საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის საათები გვჭირდება. გთავაზობთ მარტივ მეთოდებს/ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ მნიშვნელოვანი, საჭირო და დავიწყებული ინფორმაცია რამდენიმე კლიკით.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. ან ეს ან ის

ზოგჯერ ზუსტად არ გვახსოვს, სწორად დავიმახსოვრეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია. არაუშავს! უბრალოდ ჩაწერეთ საძიებო ველში სხვადასხვა ვარიანტი “|” სიმბოლოს დახმარებით, იმავე მნიშვნელობით შეგიძლიათ ინგლისური სიტყვა “or” გამოიყენოთ. შემდეგ შეგიძლიათ აარჩიოთ შესაფერისი შედეგი.

2. ეძებეთ სიტყვები ამ სიმბოლოს დახმარებით

ენა მდიდარია სინონიმებით, ეს კი ზოგჯერ ხელს გვიშლის ძიებაში. თუ გსურთ, რომ სწრაფად იპოვოთ კონკრეტულ თემაზე საიტი და არა ფრაზა დასვით სიმბოლო “~”.

3. ძიება ვებსაიტის შიგნით

არის შემთხვევა, როცა წაიკითხავ საინტერესო სტატიას საიტზე და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გვსურს გააზიარება ან უბრალოდ გადაიკითხვა. ამ შემთხვევაში საიტის შიგნით ძიება გვეხმარება – ჯერ ვწერთ საიტის მისამართს, შემდეგ კი საკვანძო სიტყვებს ან მთლიან ფრაზას.

4. ვარსკვლავის ძალა

თუ მეხსიერება გღალატობთ და ვერ იხსენებთ სიტყვებს, ციფრებს ან რაიმე დეტალს ფრაზიდან, სიმბოლო “*” დაგეხმარებათ. უბრალოდ ჩაწერეთ ის დავიწყებული ფრაგმენტის მაგივრად და საჭირო შედეგს მიიღებთ.

5. როდესაც გამოტოვებულია ბევრი სიტყვა

თუ დაგავიწყდათ არა ერთი არამედ ბევრი სიტყვა ან ფრაზის ნახევარი, სცადეთ გაიხსენოთ და ჩაწეროთ ფრაზის პირველი და ბოლო სიტყვა, მათ შორის კი სიტყვა – AROUND, ამ სიტყვის შემდეგ გამოტოვებული სიტყვების რაოდენობა ციფრით გამოხატეთ ფრჩხილებში. მაგ.:  I wandered AROUND(4) cloud.

6. დროის ინტერვალის გამოყენება

ზოგჯერ გვინდა რომ გავეცნოთ მოვლენებს, ისტორიებს ან სხვა ინფორმაციებს, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთში მოხდა. მათი მოძებნის გამარტივების მიზნით ძირითად ფრაზებს დაუმატეთ დროის ინტერვალები. მაგ.: ,,რა მეცნიერული აღმოჩენები გაკეთდა 1900…2000 წლებში”.

7. ძიება სახელით ან მისამართით

იმისთვის, რომ საძიებო სისტემამ იპოვოს საკვანძო სიტყვა სტატიის სათაურში – ჩაწერეთ ეს სიტყვა “intitle:” და შემდეგ საძიებო სიტყვა გამოტოვების გარეშე. ხოლო მისამართში სიტყვის მოსაძებნად ჩაწერეთ “inurl:”.

8. მსგავსი ვებ-გვერდის პოვნა

თუ ძალიან მოგეწონათ საიტი და გსურთ ანალოგიური გვერდის პოვნა ჩაწერეთ სიტყვა “related:” საიტის მისამართთან ერთად გამოტოვების გარეშე.

9. ზუსტი ფრაზა

თუ გჭირდებათ რაიმე თემაზე კონკრეტული თანმიმდევრობის ფრაზები ამისთვის მარტივი და ეფექტური მეთოდია თქვენთვის სასურველი ფრაზა საძიებო ველში ჩაწეროთ ბრჭყალებში. ეს მეთოდი კარგად მუშაობს სიმღერის ტექსტის მოვნისას.

10. უსარგებლო სიტყვები

იმისთვის, რომ დრო ზედმეტად არ დავკარგოთ და გამოვრიცხოთ უსარგებლო სიტყვები ძიებიდან, საკმარისია მივუწეროთ ასეთ სიტყვებს მინუსის ნიშანი. მაგ.: თუ გვსურს, რომ ვიპოვოთ საიტები წიგნებზე, მაგრამ არ ხართ დაინტერესებული მათი ყიდვით – სცადეთ სიტყვა ,,ყიდვის” გამოკლება და მას წინ მინუსი დაუწერეთ.

487 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში