კბილის პასტის 10 წარმოუდგენელი შესაძლებლობა, რომლებიც არ იცით

საინტერესო ფაქტები

ხშირად ჩვენ ირგვლივ არსებობს ნივთები და პროდუქტები, რომლებსაც მხოლოდ ერთი, გავრცელებული დანიშნიულების მიხედვით ვიყენებთ. თუმცა შესაძლოა მათი ფუნქცია უფრო მეტი იყოს და უფრო სასარგებლოც. სწორედ ასეთ ნივთს წარმოადგენს კბილის პასტა, რომელსაც კბილების გასუფთავების გარდა სხვა ბევრი ფუნქციაც აქვს. გთავაზობთ კბილის პასტის გამოყენების 10 წარმოუდგენელ მეთოდს, რომლებიც არ იცით.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კბილის პასტა შემადგენლობის გამო უმკლავდება წყლისგან წარმოქმნილ ლაქებსა და ნადებს.

თეთრი კედები ძალიან ლამაზია, თუმცა სათუთი მოსავლელია და ხშირ გარეცხვას საჭიროებს. კბილის პასტა დაგეხმარებათ რთულად ამოსაყვანი ლაქები ამოიყვანოთ და მთლიანად კედიი გაათეთროთ.

კბილის პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ტანსაცმელზე. სანამ გარეცხავთ დალაქავებულ ადგილას დაადეთ 5 წუთი და ისე გარეცხეთ. 

პიანინოს გაყვითლებული კლავიშების გათეთრებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ.

უთოს დროთა განმავლობაში ნადები უჩნდება, მის მოსაშორებლად კბილის პასტა საუკეთესო საშუალებაა.

არსებობს პროდუქტები (ფრჩხილის ლაქი, ბადრიჯანი, ახალი კარტოფილი), რომლებიც ფრჩხილებზე შეფერილობას ტოვებენ. წაისვით ფრჩხილებზე კბილის პასტა და გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ, შედეგს მაშინვე დაინახავთ.

კბილის პასტა ვერცლის გაპრიალებაშიც დაგეხმარებათ.

ზოგიერთი საკვების (თევზი, ნიორი, ძმარი) მომზადებისას ხელზე გვრჩება სპეციფიური სუნი, კბილის პასტით გადაბანისას ეს სუნი მოგშორდებათ.

კბილის პასტა ტელეფონის ,,დეზინფექციის”,  გაწმენდის კარგი საშუალებაა.

კბილის პასტა, გარდა გამწმენდი ფუნქციისა, გასართობადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ პრეზერვატივს ამოავსებთ კბილის პასტით და თავს მოუკრავთ მიიღებთ ანტისტრესულ (საზელ) სათამაშო ბურთს, მსგავსი რამის გაკეთება ბუშტითაც შესაძლებელია, თუმცა პრეზერვატივის შემადგენლობაში არსებული ლატექსის დახემარებით ეს სათამაშო უფრო დიდხანს გექნებათ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები