უფასო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის ამერიკის შესწავლის ცენტრისგან

განათლება

პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრი აწყობს საზაფხულო სკოლას ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით. საზაფხულო სკოლას აფინანსებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით სტუდენტები მოისმენენ მოკლე სალექციო კურსებს შემდეგ საგნებში: აშშ-ის ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, ლიტერატურა, აშშ-ის ცხოვრების წესი, აშშ-ის საზოგადოება და კულტურა 1920-იან წლებში, ფემინიზმი და პოლიტიკოსი ქალები აშშ-ში, ქართული ემიგრაცია აშშ-ში, აშშ-ის მკვიდრი ამერიკელები და ეთნიკური უმცირესობები.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სწავლება ინტერდისციპლინარულია. სტუდენტები დაეუფლებიან პრეზენტაციის მომზადების ტექნოლოგიას Power Point პროგრამით.

სასწავლო კურსის ბოლო დღეს მსმენელები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რომლებსაც შეარჩევენ საზაფხულო სკოლის პერიოდში მოსმენელი ლექციებიდან სასურველ თემაზე.

მსურველებმა 2017 წლის 3 ივლისიდან 14 ივლისის 15:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ CV და აკადემიური  მოსწრების დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი, რომელსაც გასცემს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი). კონკურსში  მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს.

სწავლა უფასოა და მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სასწავლო პროცესი დაიწყება 09:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო ლანჩით. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ამერიკის შესწავლის ცენტრის ბიბლიოთეკა და უნივერსიტეტის კომპიუტერული ბაზა.

გარდა სასწავლო პროცესისა, საზაფხულო სკოლა მოიცავს ერთდღიან ექსკურსიებსა და საინფორმაციო ვიზიტებს აშშ-ის საელჩოში (თბილისში).

მსემნელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს როგორც ელექტრონულად ia.iashvili@atsu.edu.ge, ასევე ამობეჭდილი სახით ამერიკის შესჭავლის ცენტრში (პერიოდიკის ბიბლიოთეკის გვერდით).

ტელ: (+995) 599 50 77 69

ცენტრი ღიაა ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები