ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის თბილისსა და რეგიონებში

დასაქმება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის სტაჟიორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა:  თბილისი, რუსთავი, მარნეული, ქუთაისი, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, წნორი და გურჯაანი.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ფუნქცია–მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა;
  • საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი), უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის, ეკონომიკის ან  ტექნიკური მიმართულების განათლების მქონე კანდიდატებს;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • გაყიდვების სფეროში  სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

  • აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი;
  • თავაზიანი და კომუნიკაბელური;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირება.

კომპანია გთავაზობთ:

  • 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას (ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი);
  • ტრენინგებს სტაჟირების პერიოდში;
  • განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
  • საინტერესო და დინამიურ სამსახურს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) 2017  წლის 28 ივლისამდე   შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მათი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები