მაყურებლების მიერ დასახელებული 10 ბრწყინვალე ფილმი – ნაწილი 1

თავისუფალი დრო

ხშირად სასურველი ფილმის მოძიებაში უფრო ბევრ დროს ვხარჯავთ, ვიდრე ფილმის ყურებაში. ამ პროცესში კი ერთი შეხედვით კარგი ფილმი უინტერესო აღმოჩნდება და დროის ფუჭად დაკარგვის გამო ვწუწუნებთ. ამიტომ გთავაზობთ უამრავი თვალით დანახულ და საუკეთესოდ შეფასებულ ფილმებს, რომლებიც თქვენს მოლოდინებს ნამდვილად გაამართლებს. წარმოგიდგენთ მაყურებლების მიერ დასახელებულ 10 ბრწყინვალე ფილმს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

What’s Eating Gilbert Grape – გილბერტმა თავის ავადმყოფ ძმას და ჭარბი წონის მქონე დედას უნდა მოუაროს, რაც გილბერტის ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ხელს უშლის.

The World’s Fastest Indian – ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ახალზელანდიელი ბერტა მონროს ცხოვრების ისტორიას, რომელმაც თავისი ცხოვრების უამრავი წელი მიახარჯა თავისი საყვარელი მოტოციკლის გადკეთებას სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად. ეს მოტოციკლი მარკის “ინდიანი” იყო, გამოშვებული 1920 წელს და მის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 58 მილი/სთ აღწევდა. ოფიციალური რეკორდი (200 მილი/სთ) იყო დამყარებული! ეს 1967 წელს მოხდა.

Dear Zachary: A Letter to a Son About His Father – 2001 წელს, ენდრიუ ბეგბი დაშორდა შეყვარებულს, ამ ფაქტიდან ცოტა ხანში იგი მოკლეს. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ენდრიუს ყოფილმა შეყვარებულმა გაიგო რომ ფეხმძიმედაა. ენდრიუს ერთერთმა ახლო მეგობარმა დაიწყო ამ ფილმის გადაღება, იმისთვის, რომ ენდრიუს მომავალი შვილისთვის გაეკეთებინა საჩუქარი ამ ნამუშევარის სახით.

Blackfish – ვეშაპი ტილიკუმი ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის გამო. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ვეშაპების მწვრთნელი იყო. ვეშაპი ხანდახან დამანგრეველ შესაძლებლობებს ავლენს, შეძლებს კი ვინმე მის მოთვინიერებას?

How to Change the World – 1971 წელს, გარემოს დაცვის აქტივისტების ჯგუფი ცდილობს ბირთვული ბომბის ტესტების შეჩერებას. აქტივისტები პატარა ნავით გაემართება იქ, სადაც ტესტირება უნდა ჩატარდეს. მათმა პროტესტმა მედიის ყურადღება მიიპყრო. ასე დაიწყო გლობალური ორგანიზაციის ისტორია, რომელიც ცნობილია როგორც ,,Greenpeace”.

The Station Agent – როდესაც მთავარი გმირის ერთადერთი მეგობარი კვდება, იგი საცხოვრებლად გადადის ნიუ–ჯერსიში და მას უწევს საკუთარ მორიდებულ ხასიათთან ბრძოლა.

What Maisie Knew – მოქმედება თანამედროვე ნიუ-იორკში მიმდინარეობს. მეისი 7 წლის მოზარდია, ის განიცდის მშობლების როკ ვარსკვლავი დედის და დილერი მამის განქორწინებას.

We Need to Talk About Kevin – ქალი ბავშვობიდან ამჩნევს ვაჟს უცნაურ სოციოპათურ ქცევას, თუმცა მისი არავის ესმის, მეუღლესაც კი.

Spy Game – ეს ნამდვილად თამაშია. თავგანწირულობა მიდის ღალატთან, მსხვერპლების აურიდებლობა გმირობასთან, თვითგადარჩენის გრძნობა დიდ რისკთან. და ეს ადამიანები არ მუშაობენ, ისინი თამაშობენ, საკუთარ და სვის ცხოვრებით მანიპულირებენ. აქ არ არის ადგილი გრძნობებისთვის, სენტიმენტალობისთვის. გარდა ამისა, ამ ფილმში რომ არ ყოფილიყო არაფერი, ეს შესანიშნავი ჯაშუშური ტრილერი იქნებოდა.

Atonement – პატარა ბრაიონი 13 წლის ასაკში შეუქცევადად ცვლის რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებას, როდესაც იგი უფროსი დის შეყვარებულს ცილს დასწამებს. ფილმს საფუძვლად უდევს იან მაკუენის რომანი.

მაყურებლების მიიერ დასახელებული 10 ბრწყინვალე ფილმი – ნაწილი 2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები