10 მითი ცხოველების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ გვჯერა

საინტერესო ფაქტები

ფიქრობთ, რომ ბევრი რამე იცით ცხოველების შესახებ? ზოგიერთი ფაქტი, რომლიც ჩვენ სიმართლე გვგონია სინამდვილეში ახლოსაც არ არის რეალობასთან. brightside.me გვთავაზობს იმ ფაქტების ჩამონათვალს, რომლებიც მითებია და ჩვენ ჯერ კიდევ რეალობა გვგონია.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

მითი – ბაყაყზე ხელის შეხება აჩენს მეჭეჭებს.

რეალობა – ეს ასე არ არის.

მითი – ქამელეონი იცვლის კანის ფერს, რათა შეუმჩნეველი იყოს ამა თუ იმ გარემოში.

რეალობა – ისინი კანს იცვლიან ხასიათის ცვლილების მიხედვით.

მითი – სირაქლემა მიწაში თავს შიშის დროს რგავს ხოლმე.

რეალობა – ისინი შიშის დროს გარბიან.

მითა – ხარი აგრესიული ხდება წითელი ფერის დანახვაზე.

რეალობა – მათ უჩნდებათ თავდასხმის სურვილი იმიტომ, რომ მათ წინ მოძრაობენ.

მითი – სპილო, წონიდან გამომდინარე, ხმაურით დადის.

რეალობა – ისინი იმდენად დინჯები არიან, რომ ფეხის ხმა, ფაქტობრივად, არ ისმის.

მითი – თხუნელა უსინათლოა.

რეალობა – ის ხედავს, თუმცა სუსტია მისი მხედველობა.

მითი – თაგვს უყვარს ყველი (ფილმებისა და ანიმაციების მიხედვით, ხშირ შემტხვევაში ასეა)

რეალობა – სულაც არაა ყველი მისი საყვარელი საჭმელი.

მითი – ლურჯ ვეშაპს შეუძლია მთელი მანქანის გადაყლაპვა.

რეალობა – გრეიფრუტი არის ყველაზე დიდი რამ, რისი გადაყლაპვაც შეუძლია ვეშაპს.

მითი – თევზები მუნჯები არიან.

რეალობა – მათ საკმაოდ ხმაურიანი ხმის გამოცემა შეუძლიათ.

მითი – ძაღლები აღიქვამენ მხოლოდ თეთრ და შავ ფერს.

რეალობა – ისინი აღიქვამენ დანარჩენ ფერებსაც, თუმცა არა ისე, როგორც ადამიანები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები