Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მაყურებლების მიერ დასახელებული 10 ბრწყინვალე ფილმი – ნაწილი 2

მაყურებლების მიერ დასახელებული 10 ბრწყინვალე ფილმი – ნაწილი 2
July 12
13:07 2017

ხშირად სასურველი ფილმის მოძიებაში უფრო ბევრ დროს ვხარჯავთ, ვიდრე ფილმის ყირებაში. ამ პროცესში კი ერთი შეხედვით კარგი ფილმი უინტერესო აღმოჩნდება და დროის ფუჭად დაკარგვის გამო ვწუწუნებთ. ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ უამრავი თვალით დანახული და საუკეთესოდ შეფასებული ფილმები, რომლებიც თქვენს მოლოდინებს ნამდვილად გაამართლებს. წარმოგიდგენთ მაყურებლების მიიერ დასახელებულ 10 ბრწყინვალე ფილმს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

Fruitvale Station – ფილმი მოგვითხრობს ფრუტვილის სადგურზე მომხდარი ამბის შესახებ. მთავარი გმირი ერთი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო ციხეში მოხვდა, გარკვეული დროის შემდეგ კი ისევ ოჯახს დაუბრუნდა. იგი მაქსიმალურად ცდილობს რომ არ დაუბრუნდეს თავის ძველ საქმიანობას, თუმცა ეს დიდ სირთულეებს უკავშირდება.

God Bless America – ფრენკი საშინლად გადაღლილია ცხოვრებისგან. ყველაფერთან ერთად მას სიმსივნე აქვს. იგი გადაწყვეტს თავის მოკვლას, მაგრამ ერთ დღეს გაიცნობს გოგონას, რომელიც ზუსტად ისევე უყურებს ცხოვრებას როგორც თვითონ…

Beasts of No Nation – ფილმში ახალგაზრდა ბიჭის, აგუს ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც აფრიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო დაქირავებული ჯარისკაცი ხდება.

Beginners – ერთ დღეს ახალგაზრდა შვილი მამას ორ ამბავს აცნობებს: პირველი – ნიგი ავადაა და მეორე – სიყვარული ეწვია.

Headhunters – ყველას აქვს ოცნება, თუმცა არავინ იღებს მას უსასყიდლოდ. თავებზე ნადირობა იწყება.

The Grand Seduction – მოგესალმებით სამოთხეში, სადაც სრულდება ყველა სურვილი! პატარა ულამაზესი ქალაქი ზღვასთან. მოსახლეობის რაოდენობა: სულ რაღაც 120 გიჟი. მათ ნამდვილად სჭირდებათ კარგი ექიმი.

The Diving Bell and the Butterfly – ჟურნალ ELLE FRANCE რედაქტორმა – ჟან-დომინიკ ბობიმ, 1995 წელს, 43 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც პარალიზებული იყო. პარალიზებას მხოლოდ მარცხენა თვალი გადაურჩა, რომლიც მეშვეობითაც გვერდით მჯდომ ადამიანს ანიშნებდა, როდესაც ის საჭირო ასობგერას წარმოთქვამდა. ჟან-დომინიკმა ასეთი გზით მთელი თავისი შინაგანი სამყაროს შესახებ მოყოლა შეძლო.

Liberal Arts – ფილმის სიუჟეტი გვიყვება 18 წლის ბიჭსა და კოლეჯის სტუდენტ გოგოზე, რომელთაც აერთიანებს წიგნისა და მუსიკის სიყვარული, მაგრამ მათ ხელს უშლის წლოვანებაში სხვაობა.

Mr. Nobody – მისტერ არავინ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ჰყავს ცოლი ელისი და სამი შვილი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს რეალობა ქრება. იგი 2092 წელს 120 წლის ასაკში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მოხუცი და ამავე დროს ერთადერთი მოკვდავი ადამიანია მსოფლიოში, სადაც აღარავინ კვდება. მას ეს დიდად არ აწუხებს. იგი თავის თავს ერთადერთ კითხვას უსვამს: იცხოვრა თუ არა სწორი ცხოვრებით, უყვარდა თუ არა ის ქალი, რომელიც უნდა ჰყვარებოდა, და ჰყავდა თუ არა ის შვილები, რომლებიც უნდა ჰყოლოდა. ახლა მისი მიზანი სწორი პასუხის პოვნაა.

Short Term 12 – გრეისი სამედიცინო დაწესებულების ახალგაზრდა თანამშრომელი და პრობლემური მოზარდების განყოფილების ხელმძღვანელია. მისი ცხოვრება იცვლება ახალ ჯგუფზე დაკვირვებისას, რადგან მასაც ჰქონდა ოდესღაც მსგავსი პრობლემები.

მაყურებლების მიერ დასახელებული 10 ბრწყინვალე ფილმი – ნაწილი 1

441 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში