Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს
July 20
12:22 2017

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინოვაციების მართვისა და კვლევების სამსახურში სოციალურ ან პოლიტიკურ მეცნიერებათა, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკური მიმართულების მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სასურველია:

  • კანდიდატს გავლილი ჰქონდეს სტაჟირება რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში;
  • იცოდეს ინგლისური და რუსული ენები.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის მომზადების, ჩატარების უნარი;
  • მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების/ანალიზის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  1. აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს შესაბამის გრაფაში ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების ან/და სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, განაცხადში მიუთითონ მინიმუმ 1 (ერთი) რეკომენდატორი და წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი;
  2. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge.

თანამდებობრივი სარგო: 400 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

განაცხადები მიიღება ამა წლის 28 ივლისის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

639 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში