ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

“iSTYLE”, რომელიც წარმოადგენს “Apple”-ის ბრენდის პროდუქციის რეალიზატორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პროგრამული კონსულტანტისა და კონსულტატის (პროგრამისტის) პოზიციაზე.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

პროგრამული კონსულტანტის პოზიციზე – ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
Apple-ის პროდუქციისა და iOS/Mac OS პროგრამული სისტემების ცოდნა;
სწრაფი ათვისების უნარი;
თავაზიანობა;
შრომისმოყვარეობა;
სხარტი აზროვნება;
კომუნიკაბელურობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

Apple-ის პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა და ტექნიკური და პროგრამული მონაცემების ახსნა;
მომხმარებლისათვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება და გაყიდვა;
პროგრამული მომსახურების გაწევა;
სიახლეების მუდმივ რეჟიმში მოძიება და დანერგვა;
მერჩენდაიზინგი.

კონსულტანტის პოზიციაზე – ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
სასიამოვნო გარეგნობა და დადებითი პიროვნული თვისებები;
თავაზიანობა;
შრომისმოყვარეობა;
კომუნიკაბელურობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

“Apple”-ის პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა და ტექნიკური და პროგრამული მონაცემების ახსნა;
მომხმარებლისათვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება და გაყიდვა;
სასაქონლო მარაგების კონტროლი;
მერჩენდაიზინგი.

სამუშაო გრაფიკი ორივეს შემთხვევაში:

კვირაში 4 ან 5 დღე (10:00-22:00);
შესვენება: დღეში 2-ჯერ, 30 წთ.

კომპანია გთავაზობთ:

ანაზღაურებას: ფიქსირებული 300-375 ლარი + ბონუსები;
დაწინაურების პერსპექტივას.

CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: istyle.ge@gmail.com და “Subject”-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 აგვისტო.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები