გაგიტესტავთ ინტერნეტში გავრცელებული ხრიკები? – შედეგები გაგაოცებთ

საინტერესო ფაქტები

სხვადასხვა ვებ-გვერდი მომხმარებელს სთავაზობს პრობლემის გადაჭრის მარტივ გზებს და ამა თუ იმ ხრიკებს ცხოვრების გასამარტივებლად, თუმცა რამდენად აპრობირებულია ეს მეთოდები. brightside.me-მ გადაწყვიტა გაეტესტა ინტერნეტში ყველაზე გავრცელებული ხრიკები და შედეგები თქვენთვის გაზეიარებინა. გთავაზობთ უკვე გატესტილ მეთოდებს.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

არიან ადამიანები, რომლებსაც კვერცხის ან გული ან ცილა არ უყვართ. მოიფიქრეს გამოსავალი: სურათზე მოცემული ხერხით, როგორც წესი, ცილა და გული ერთმანეთს უნდა ერეოდეს და კვერცხის განსხვავებულ ნაზავს უნდა ვიღებდეთ, თუმცა მეორე ფოტოზე ხედავთ რეალურ შედეგს.

ამბობენ, რომ თუ სამზარეულოს პოლიეთილინის ცელოფნით ბანანს ბოლოებს შეუფითავთ და რამდენიმე დღეს გააჩერებთ, ბანანი არ გაშავდება. მეორე ფოტოზე ნაჩვენებია რომ ეს მეთოდი არ ამართლებს.

იმისთვის, რომ დაჭრილი ვაშლი არ გაშავდეს, პატარა ხრიკია ცნობილი. ახალი ლიმონის წვენის მოსხმა მასზე შეუნარჩუნებს სითეთრეს. გატესტვის შედეგად ეს მეთოდი რეალური აღმოჩნდა. 

ხშირად გვხვდება ეს მეთოდი. ზამთრისთვის სასურველი პროდუქტის შესანახად მისი გაყინვა კარგი გამოსავალია. ერთ-ერთი ასეთი პრიოდუქტია მწვანილის შენახვა ზეთში. თუმცა თუ ზეთი არ არის მაღალი ხარისხის და არარაფინირებული, ის არ გაიყინება და მიიღებს ისეთ სახეს როგორც მეორე ფოტოზეა ნაჩვენები.

როგორც ამბობენ, ამ მეთოდით ნივრის გაფრცქვნა უფრო მარტივია. გატესტვის შედეგად ეს დადასტურდა.

ხახვის დაჭრა რთულ პროცესს წარმოადგენს. უამრავი მეთოდს გვასწავლიან ცმრემლების თავიდან ასარიდებლად, თუმცა ისინი არ მართლებენ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ხახვზე მარილის მოყრაა, რომელიც ერთ-ორ კურცხალს გადაგირჩენთ, მაგრამ ატირებას ვერსად გაექცევით.

იმის გამო, რომ ყინული სასმელში ჩაგდების შემდეგ ლღვება, სასმელს უცვლის გემოს და ანეიტრალებს ალკოჰოლის დინეს. გვთავაზობენ, რომ ყურძნის კუმპალი გავყინოთ და ის ჩავაგდოთ სასელში. ცდამ გაამართლა, სასმელი არ იცვლის გემოს, ალკოჰოლის დონე იგივე რჩება, ინარჩუნებს სიცივეს დიდხანს და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია.

ყველაზე ხშირად ამ ხრიკს წააწყდებით, რომელიც რეალურად არ ამართლებს. მოხარშული კვერცხის ცხელიდან ცივ წყალში უმალ გადატანა და დაყოვნება,  მის ადვილად გაფცქვნაში ვერ დაგეხმარებათ.

უამრავი საიტი ავრცელებს ამ მეთოდს. იმისთვის, რომ საკვებმა მომზადებისას ქვაბიდან არ გადმოიაროს ქვაბზე ხის კოვზი უნდა დაგედოთ. გაურკვეველია რას უნდა შეეკავებინა ამ დროს ქაფის ქვაბში დარჩენა. შედეგს თავადაც ხედავთ.

ესეც გავრცელებული ხრიკია. იმის გამო, რომ პამიდვრების მოცულობა ერთნაირი არ არის ამ მეთოდით მათ თანაბრად, შუაზე ვერ გავჭრთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები