Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქართველი სტუდენტი ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე მუშაობს

ქართველი სტუდენტი ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე მუშაობს
July 27
14:07 2017

„ევროპის ინოვაციის აკადემია” არის ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა სტუდენტებისთვისა და მეწარმეებისთვის. წელს მასში 79 ქვეყნიდან 600-ზე მეტი სტარტაპერი იღებს მონაწილეობას და 21 დღის განმავლობაში, 105 ბიზნეს იდეის დამუშავება მოხდება.

პროექტი იძლევა საშუალებას მიიღო უნიკალური ცოდნა და მოიპოვო დაფინანსება ინვესტორებისგან. ქართველი სტუდენტი – ლუკა კაკაბაძე საერთაშორისო პროექტში საქართველოს უნივერსიტეტის წყალობით მოხვდა. 21 დღის განმავლობაში, მან, თავის გუნდთან ერთად, შექმნა სპეციალიზებული სოციალური ქსელის პროექტი – Hepic, რომლის ინოვაციური მხარე არსებული, სხვადასხვა მექანიზმის კომბინირებით, განსხვავებული პროდუქტის შექმნას ითვალისწინებს. 5 წევრისგან შემდგარი გუნდის იდეა სხვადასხვა ფოტოკონკურსისა და მათი მონაწილეების ერთ სისტემაში მოქცევას გულისხმობს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ბევრი ფოტოკონკურსი ტარდება, თუმცა, იკვეთება შემდეგი პრობლემები: თქვენ არ იცით კონკურსის შესახებ, ჰეშთეგებითაც კი რთულია მათი პოვნა და არის უფუნქციო კონკურსებიც. Hepic-ის ავტორები იმედოვნებენ, რომ შექმნიან ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან და სწრაფ კომუნიკაციას კონკურსის ორგანიზატორებსა და მასში მონაწილეობის მსურველებს შორის. როგორია ახალი, სპეციალიზებული სოციალური ქსელის კონცეფცია და პოტენციალი, რა არის საჭირო ახალი ქსელის ფუნქციონირებისთვის და როგორ გახდა ქართველი სტუდენტი „ევროპის ინოვაციის აკადემიის” მონაწილე – ამ კითხვებზე პროექტ Hepic-ის მარკეტინგის მენეჯერმა, ლუკა კაკაბაძემ გვიპასუხა.

European Innovation Academy-ის შესახებ მოგვიყევით… როგორ გახდით პროგრამის მონაწილე?

– პროექტში საქართველოს უნივერსიტეტის წყალობით მოვხვდი. ჩემი შერჩევის მიზეზი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, უნივერსიტეტში აქტიურობამ, მაღალმა ქულებმა და სტარტაპის სფეროში წელიწადნახევრიანმა მოღვაწეობამ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ჩემი პირველი სტარტაპი 2015 წელს ბიძაშვლითან და მის ორ მეგობართან ერთად დავიწყე, ამ დროის განმავლობაში, ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მონაწილეობა მივიღე მრავალ ღონისძიებაში, რომლიდანაც გამოსარჩევია ილიას უნივერსიტეტის make-a-thon. საბოლოოდ, ეს აქტიურობა გრანტის მიღებით დაგვირგვინდა. „ევროპის ინოვაციის აკადემია” დიდი შესაძლებლობაა ნებისმიერი სტარტაპერისთვის, ინოვაციური, მსოფლიო დონის სტარტაპის დაწყების შესაძლებლობასთან ერთად, ის გაძლევს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას. პროექტში ჩართვისთანავე შეიკრა გუნდი, რომელშიც მარკეტერის როლი შევითავსე. გუნდი ინტერნაციონალურია. არიან წევრები ევროპიდან და ამერიკიდან. ერთ-ერთმა გუნდის წევრმა წამოაყენა იდეა, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა და დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით.

რა საჭიროებას აკმაყოფილებთ Hepic-ით? როგორია სოციალური ქსელის კონცეფცია?

– მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფოტოკონკურსები მიმოფანტულია მთელ სოციალურ ქსელში და ძალიან რთულია მათში ჩართვა, ეს საჭიროებს წესების წაკითხვასა და კრიტერიუმების გაცნობას, ასევე, ყურადღების მიდევნებასაც. ხშირად, ასეთ კონკურსებში იმარჯვებს არა ფოტოს ხარისხი, არამედ მისი მოწონების რაოდენობა, ეს კი განპირობებულია კონკურსანტის მიერ გაღებული ძალისხმევით, რომელიც მეგობრებისთვის საკუთარი ნამუშევრის გაზიარებითა და სუბიექტური მოწონებების დაგროვებით გამოიხატება. ვფიქრობთ, რომ ეს ამგვარი კონკურსების მინუსია. ჩვენი სპეციალიზებული სისტემის მეშვეობით, თქვენ მეგობარს პირდაპირ ვერ მისცემთ ხმას, რის გამოც ყველა კონკურსანტს თანაბარი შანსი აქვს.

რა განასხვავებს/გამოარჩევს Hepic-ს მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფიული სოციალური ქსელებისგან?

– ჩვენი პლატფორმა განკუთვნილია ფოტომოყვარულთათვის და მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული. პლატფორმაზე შესვლისთანავე გხვდებათ ფუნქცია, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კონკურსი, რომლის მოძებნაც შეიძლება როგორც კატეგორიების/თემატიკის, ასევე, მდებარეობის მიხედვითაც. გაქვთ თქვენი გვერდი, სადაც თქვენ მიერ ატვირთული ფოტოების რეიტინგები და თქვენი ჯამური რეიტინგი ჩანს. რეიტინგის მოპოვება ხდება შემდეგნაირად: თქვენი ატვირთული სურათი თუ იღებს რომელიმე ფოტოკონკურსში მონაწილეობას, ავტომატურად გადავარდება ხმის მიცემის გრაფაში. ხმის მიცემის გრაფაში პროგრამა მომხმარებელს ანახებს ფოტოს, ის აწვება მოწონების ან გამოტოვების ღილაკს. რაც უფრო მეტია მოწონებების პროცენტული რაოდენობა, მით უფრო ხშირად აჩვენებს თქვენს ფოტოს ხალხს. სწორედ მოწონებების მიხედვით ხდება სურათის რეიტინგის დადგენა, კონკურსში გამარჯვება და კონკურსში მონაწილის პროფილის რეიტინგის დადგენა. თქვენ შეგიძლიათ დაიმეგობროთ ხალხი და ისინი ნახავენ თქვენს სურათებს და შედეგებს თაიმლინზე, თუმცა მეგობრები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.

პროექტზე მუშაობის რა ეტაპზე იმყოფებით? რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რა არის საჭირო ქსელის ასამუშავებლად?

– ამ დროისთვის, ჩვენ ვიმყოფებით პროტოტიპირებისა და კლიენტების მოზიდვის ეტაპზე. შემდეგი ნაბიჯი კი დაფინანსების მოპოვებაა. ამ მომენტში, ჩვენთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა, რათა დავტესტოთ ჩვენი პლატფორმა, გავიგოთ მომხმარებლის სურვილები და საბოლოო ჯამში, მივიღოთ სრულიად დახვეწილი და სასიამოვნოდ გამოსაყენებელი პროდუქტი. ჩვენი შემოსავლის წყარო არიან კომპანიები, რომლებიც ფოტოკონკურსებს აცხადებენ, სხვა სოციალურ ქსელებში ფოტოკონკურსის გამოცხადება ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ფეისბუქზე გვერდის მენეჯმენტთან და ფოტოკონკურსის თემის რელევანტურ შერჩევასთან. სწორედ ამიტომ, სილიკონ ველის ინვესტორები დაინტერესებულნი არიან ჩვენი პროექტით, ჩვენი მიზანი angel-ინვესტორის მოზიდვაა, სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ინვესტორები ძალიან მცირე რაოდენობით არიან.

წყარო: marketer.ge

 

639 ნახვა

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში