ყველა დროის 10 სრულიად ამაღელვებელი ფილმი

საინტერესო ფაქტები

ფილმის ყურებისას არჩევანს ჩვენი სურვულის, გემოვნების, ხასიათისა თუ სხვისი რჩევის მიხედვით ვაკეთებთ. მართალია ზოგჯერ ესა თუ ის ფილმი ჩვენს მოლოდინებს არ ამართლებს, თუმცა, მთლიანობაში, უმეტესი მათგანი კარგია. იმისთვის რომ, დრო არ დახარჯოთ უშინაარსო ფილმებზე გთავაზობთ ყველა დროის 10 ამაღელვებელ ფილმს.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Trance – კოლექციონერი ვერ უძლებს ცდუნებას და ქირაობს ქურდებს ხელოვნების ძვირფასი ნიმუშის მოსაპარად, რომლის ფასიც მილიონობით დოლარია. ქურდობა ისე სუფთად და მარტივად ვერ მოხდება, როგორც იყო დაგეგმილი. თავში ჩარტყმის შედეგად კოლექციონერს ამნეზია ემართება.

Premonition – დიასახლის ლინდას ერთ დღეს ცუდი წინათგრძნობა შეიპყრობს. რაღაც დროის შემდეგ სახლში დაურეკავენ და ეტყვიან, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა… სასოწარკვეთილ ლიზას არ სჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. დილით გაღვიძებული კი აღმოაჩენს, რომ მისი ქმარი ცოცხალია…

Fracture – ერთ დღეს მილიონერი ტედი გაიგებს, რომ მას თავისი ცოლი ღალატობს. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ძალიან უყვარს ამოიღებს პისტოლეტს და სახეში ესვრის. ფულისა და რიგი ეშმაკობების გამოყენებით იგი შეძლებს ციხეს თავი აარიდოს…

Before I Go to Sleep – უკვე მეოცე წელია, იმ დღიდან, რაც მწერალი კრისტინა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ყოველ დილით მას ავიწყდება რა მოხდა წინა დღეს. ექიმის რჩევით, ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით იწერს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ერთ დღესაც კრისტინა აღმოაჩენს, რომ მის თავს ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჯობია სამუდამოდ დაივიწყოს.

Minority Report – კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში შექმნეს ექსპერიმენტალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც წინასწარ შეუძლიათ გაიგონ ჯერ კიდევ ჩაუდენელი დანაშაულის შესახებ და დააკავონ დამნაშავე, რომ მკვლელობა თავიდან აიცილონ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ ერთ-ერთი პოლიციელი თვითონ არ აღმოჩნდა მკვლელობაში შემჩნეული.

Time Lapse – სამი მეგობარი აღმოაჩენს იდუმალ მოწყობილობას, რომელიც მომავალში იღებს სურათებს. ისინი ამ მოწყობილობას თავიანთ სასიკეთოდ იყენებდნენ, თუმცა ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ მომავლის შეცვლამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს მათ.

Paycheck – წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ორწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კომპიუტერული პროგრამების შემქმნელმა ჯენინგსმა 5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს თავისი სამუშაოსთვის, თუმცა ჩეკის მაგივრად ბანკის თანამშრომელი მას შვიდ უცნაურ საგანს გადასცემს. ჯენინგსი გაოგნებულია, მას სურს გაიგოს, ვინ დართო ნება ამის გასაკეთებლად და მიიღებს უცნაურ პასუხ.

Passion – ორი ქალის ისტორია, რომლებიც დიდი კომპანიის მენეჯერები არიან. მათ ქონდათ რომანი ერთი და იგივე თანამშრომელთან. ამასთან ერთად ისინი ვერ იტანენ და პატივს სცემენ ერთამენეთს. ერთ დღეს ერთი ქალი მეორეს შეურაცხყოფას აყენებს.

Red Lights – ფილმი მოგვითხრობს სკეპტიკი მეცნიერების მარგარეტისა და ტომ შესახებ. ჩვენ ვიხილავთ როგორ უპირისპირდებიან ისინი სასწაულ მოქმედ ადამიანებს და როგორ გამოყავთ ისინი სააშკარაოზე.

The Usual Suspects – ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები