Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

წიგნები, რომელთა შინაარსიც არასდროს დაგავიწყდებათ

წიგნები, რომელთა შინაარსიც არასდროს დაგავიწყდებათ
August 07
12:55 2017

ხშირად წაკითხულის გააზრება რთულია, თუმცა, როცა წიგნის კითხვას ზოგჯერ დღეებს უთმობ, ღირს შინაარსზე ფიქრი. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ წიგნის შინაარსი მარტივი, საინტერესო და საიამოვნოა, თუმცა დროტა განმავლობასი გვავიწყდება, ვერ ვიხსენებთ მთავარ გმირებს, მთავრა სიუჟეტს და ა.შ. ამიტომ გთავაზობთ წიგნებს, რომელთა შინაარსიც არასდროს დაგავიწყდებათ.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

 „ალქიმიკოსი“ –  პაოლო კოელიო

„ალქიმიკოსი“ მარტივად წასაკითხი წიგნია, რომელიც გვასწავლის, როგორ მივაღწიოთ ჩვენს ოცნებამდე, როგორ გავუმკლავდეთ წარმოქმნილ დაბრკოლებებსა და როგორ გამოვიჩინოთ გამბედაობა ამისთვის.

 

 „უინსტონ გრუმი“  – ფორესტ გამპი

ამავე დასახელების ფილმის საოცარ წარმატებას წინ თავად ნაწარმოების წარმატება უძღვოდა, რომელიც ერთდროულად ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ამერიკული ოცნების განსახირება და მკვეთრი სატირაა, ბოლოს ხსენებული კი გაცილებით ნაკლებად იგრძნობა ფილმში. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარი გმირი წიგნში უფრო ჭკვიანი და ცოტათი გაღიზიანებულია, ხოლო სიტუაცია კი უფრო ფანტასტიკურია.

 

„ჯეინ ეარი“ – შარლოტ ბრონტე

წიგნის მთავარი გმირი მიჩნეული მსოფლიოში ყველაზე გავლენიან მდედრობითი სქესის მხატვრულ გმირად. ეს არის მტკიცე ნებისყოფისა და სულის ქალი, რომელსაც უწევს ბრძოლა რეპრესირებული ბავშვობის მოგონებებთან და სექსისტურ ვიქტორიანულ საზოგადოებასთან.

 

„მრისხანების მტევნები“ – ჯონ სტეინბეკი

წიგნი 1939 წელს გამოიცა, აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ოკლაჰომური წარმოშობის მქონე ოჯახის მაგალითზე, რომლის წევრებიც იძულებულნი არიან კალიფორნიაში იმოგზაურონ.

 

„ომის ხელოვნება“ – სუნ ცუ

„თუ იცნობ შენს მტერს და იცნობ საკუთარ თავს, მაშინ აღარ უნდა გქონდეს თუნდაც ასობით ომის შიში.“ ძველი ჩინური სტრატეგიის თანახმად, კონფლიქტი ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. თუმცა ამ კონფლიქტთან ჭკვიანურად გამკლავების გასაღები ჩვენშია. „ომის ხელოვნება“, ალბათ, დღემდე ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი წიგნია მსოფლიოში, სტრატეგიის დარგში. „ომის ხელოვნება“ ეხება როგორც კონკურენციას, ასევე კონფლიქტებს ყველა დონეზე – ადამიანთა შორისა და საერთაშორისო მასშტაბებზე.

 

„სუნამო“ –  პატრიკ ზიუსკინდი

ეს ნოველა პირველად შვეიცარიაში გამოიცა 1985 წელს, ამის შემდეგ ის ითარგმნა უამრავ უცხო ენაზე და იგი იკავებს ადგილს მსოფლიოს ,,ბესტსელერ” წიგნებს შორის. იდუმალი, რომანტიკული, დეტექტიური და ინტრიგებით სავსე ნოველა ერთნაირად აღაფრთოვანებს როგორც მკითხველებს, ასევე კრიტიკოსებს.

 

„ნასესხები სიცოცხლე“ – ერიხ მარია რემარკი

უდიდესი მწერლის დაუჯერებლად ძლიერი რომანი, რომლის პროზა დროს უძლებს. ეს არის ლამაზი და სულისშემძვრელი ისტორია მარტოობაზე, დიდ სიყვარულსა და ცხოვრების ღირებულებებზე.

 

„ეფექტური ადამიანების 7 ჩვევა“ – რ. კოვეი

შედევრი, რომელსაც გიდისა და ინსტრუქციების დახმარებით მივყავართ შედეგამდე. ეს წიგნი არის კლასიკური ლიტერატურა მართვისა და ლიდერობის შესახებ.

 

„ხუთი მეოთხედი ფორთოხალი“ – ჯოან ჰარისი

უმცროსი ქალიშვილი დედისგან ანდერძად მხოლოდ კულინარიულ წიგნს ღებულობს. ის საკუთარ კაფეში საკვების მომზადებისას ამ წიგნით ხელმძღვანელობს და ცდილობს თითოეული დეტალი შეისწავლოს. ეს წიგნი მოგითხრობთ საშინელ წასრულზე, რომლის გახსენებაც ხშირად არ ღირს.

388 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

ALLMOVIES.GE

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031