იტალიური, გერმანული, ფრანგული, ესპანური – კლასიკად ქცეული 11 არაინგლისურენოვანი ფილმი

თავისუფალი დრო

ხშირად,  ტენდენციიდან თუ გემოვნებიდან გამომდინარე, მაყურებელი უპირატესობას უცხოური ენების ფილმებიდან ინგლისურენოვან ფილმებს ანიჭებს. თუმცა არა ერთ არაინგლისურენოვან ფილმ აუღია მსოფლიო ჯილდო და დაუპყრია მილიონობით მაყურებლის გულები. გთავაზობთ კლასიკად ქცეულ 11 არაინგლისურენოვან ფილმს, რომლებიც გურგლის არ დაგტოვებთ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

Life Is Beautiful, Italy (1997) – მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რომ დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

The Lives of Others, Germany (2006) – სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში ვითარდება, სადაც გადაცმული “შტაზის” წევრები აკონტროლებდნენ კულტურის სფეროს. პარტიის კაპიტან ვილერს დავალებული აქვს დრამატრურგ დრეიმანს თვალი ადევნოს და როცა იგი უფრო და უფრო სიღრმისეულად იძიებს მის ცხვორებას, ის საშიშ საზღვარს მიაღწევს და თვითონვე შეეპარება ეჭვი სახელმწიფო სისტემაში.

Pan’s Labyrinth, Spain (2006) –  ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი პატარა გოგონა ოფელიაა, რომლისთვისაც წიგნები და ზღაპრები ცხოვრების ნაწილია. ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია და მართლაც შეაბიჯებს ამ სამყაროში. გოგონა აღმოაჩენს, რომ სხვა სამყაროში პრინცესაა. ის დესპოტი გენერლის გერია. გენერლის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება.

Intouchables, France (2011) – მდიდარი არისტოკრატი დამხმარედ აიყვანს არაბ დრისს, რომელიც სულ ცოტა ხანია, რაც ციხიდან განთავისუფლეა. მაგრამ იგი მოახერხებს და სიხალისეს შეიტანს არისტოკრატის ცხოვრებაში, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული.

Delicatessen, France (1991) – სიურეალისტური შავი კომედია პოსტ-აპოკალიფსური საზოგადოების შესახებ, სადაც საჭმელი იმდენად იშვიათი და ძვირფასი რამ გახდა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს.

The Bicycle Thief, Italy (1948) – ომისშემდგომი რომი, დიდი ხნის უმუშევარი ანტონიო რიკი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა – მან ბოლოს და ბოლოს იშოვა სამსახური. მაგრამ პირველივე სამუშაო დღეს მას ველოსიპედი მოპარეს, რომლის გარეშეც მუშაობა შეუძლებელია. პატარა შვილთან ბრუნოსთან ერთად ის სცდილობს დიდ ქალაქში მოპარული ველოსიპედის პოვნას, რომელზეც მისი ოჯახის ცხოვრებაა დამოკიდებული.

Man On Wire, France (2008) – 7 აგვისტოს, 1974 წელს, ფრანგი ჯამბაზი ფილიპ პეტი გამოვიდა ყველაზე მაღალ ბაგირზე, რომელიც გაჭიმული იყო ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შორის ამ დროსითვის ტყუპების შენობები ყველაზე მაღალი შენობები იყო მსოფლიოში. 1 საათის განმავლობაში იგი სეირნობდა ბაგირზე რომელიც 1,350 ფუტის სიმაღლეზე იყო მანჰეტენის ტროტუარიდან. იგი დააპატიმრეს. ეს არის ფილიპ პეტის გართობა და აღფრთოვანება დოკუმენტური ქრონიკებით.

Let The Right One In, Sweden (2008) – ფილმის მოქმედება ნიუ-მექსიკოს დათოვლილ გარეუბანში ხდება, იქ 12 წლის ბიჭი ცხოვრობს, სახელად ოუენი. ერთ საღამოს ის თავის ახალ მეზობელ გოგონას – ების გაიცნობს, მაგრამ ოუენს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი პირველი სიყვარული, ერთი შეხედვით უმანკო და ნაზი გოგონა, სინამდვილეში ვამპირია.

A Prophet, France (2009) – მალიკ ელ ჯებენას ექვსი წელი აქვს მისჯილი. ის 19 წლისაა და სხვა პატიმრების ფონზე უსუსურად გამოიყურება. მან არ იცის არც წერა და არც კითხვა. ციხის გარეთ არ ჰყავს ახლობლები. ყველაფერი იცვლება, როდესაც კორსიკელთა დაჯგუფების ლიდერი ლუჩანო მალიკს რამოდენიმე სარისკო მისიას აკისრებს. ყოველი ახალი დავალება მას აძლიერებს და მალე მალიკი საკუთარ მზაკვრულ გეგმებზე იწყებს ფიქრს.

Nobody Knows, Japan (2005) – ტოკიოში, პატარა ბინაში ოთხი და-ძმა ბედნიერად ცხოვრობს დედასთან ერთად. ოთხივეს სხვადასხვა მამა ჰყავს. მათ არასოდეს უვლიათ სკოლაში. ერთხელაც დედა წავა, დატოვებს ცოტაოდენ ფულს და წერილს, რომელშიც 12 წლის ვაჟს სთხოვს სხვა ბავშვებს მიხედოს. ასე იწყება ბავშვების ოდისეა, მოგზაურობა, რომლის ბოლო გაჩერება სად არის არავინ იცის.

Breathless, France (1960) – ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მანქანების გამტაცებელზე. მას არაფერი ადარდებს, ცხოვრობს ერთი დღით. მისი დიდი პრობლემა მისი ასაკია.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები