ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია ” მკითხველი” საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

1. ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისში

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

კომფორტულ სამუშაო გარემოს;
მეგობრულ ატმოსფეროს;
კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას;
ტრენინგებს გაყიდვების სფეროში;
სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 – 16:00-მდე; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.

დამატებითი ინფორმაცია:

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა)
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, ტრენინგებს და მოხვდებიან ჩვენს მეგობრულ გუნდში.

2. ქოლ-ცენტრის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ან მომიჯნავე სფეროში)
საოფისე პროგრამების ცოდნა ((MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook) და ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოთხოვნები:

ანალიტიკური აზროვნება; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; გუნდური მუშაობის უნარი; მოტივაციის მაღალი დონე; დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ქოლ-ცენტრის მენეჯერის ფუნქციები:
ქოლ ცენტრის სამუშაო პროცესის მართვა; ოპერატორების ზედამხედველობა; ბაზის ადმინისტრირება;
მომხმარებლებისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უზრუნველყოფა;
კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
ქოლ ცენტრის გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა;

კომპანია გთავაზობთ:

კარიერის განვითარების შესაძლებლობას;
კომფორტულ სამუშაო გარემოს;

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის განრიგი (10:00 – 18:00; 15:00 – 22:00, კვირაში 6 დღე)
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქ. თბილისი წერეთლის 116. ბიზნეს ცენტრი დიდუბე პლაზა.მე-3 სართული, ოთახი 301.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები