10 ბრწყინვალე ფილმი, რომლებიც ისეთივე საინტერესოა როგორც წიგნები

თავისუფალი დრო

რეჟისორების ინსპირაციის წყარო უმეტეს შემთხვევაში წიგნებია. სწორედ ისინი უბიძგებს მას ნაწარმოების კინოეკრანიზაციისკენ. გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც წიგნების მიხედვითაა გადაღებული და ისინი ისეთივე საინტერესო, მფავალფეროვანი და სრულყოფილია, როგორიც წიგნები.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Rogue Trader – როჯი ტრეიდერი ყვება ისტორიას ნიკ ლესონზე, ნაკის უფროსზე, რომელმაც დიდი წარმატების შემდეგ 1.4 მილიარდიანი დანაკარგით დაასრულა ბიზნესი.

Anywhere But Here – ადელი ეფექტური ქალია, რომელსაც ფლირტი იზიდავს. მისი ქალიშვილი ენი კი მშვიდი და მორიდებული გოგონაა, რომელიც რეალურ სამყაროში ცხოვრობს. ერთი შეხედვით ისინი ძალიან განსხვევდებიან ერთმანეთისგან, სინამდვილეში კი საოცრად გვანან ერთმანეთს.

Under Suspicion – პუერტო-რიკო დღესასწაულისთვის ემზადება. ადვოკატმა, დღესასწაულზე წასვლამდე უნდა უპასუხოს პოლიციელის შეკითხვებს, მის ბაღში აღმოჩენილ გვამთან დაკავშირებით…

The Hurricane – რუბინ კარტერი ციხეში მოხვდა, იმ დანაშაულისთვის რაც არ ჩაუდენია. ეს კი იმ დროს მოხდა, როდესაც მას ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ.

This Boy’s Life – ფილმში მოთხრობილი ახალგაზდრა ბიჭის ცხოვრება, დედის მეორედ გათხოვების შემდეგ. ფილმი ნამდვილ ამბავზეა, რომელიც აღწერილია ტობიას ვულფის წიგნში.

Lone Survivor – ფილმი მოგვითხრობს რამოდენიმე ჯარიკსაცის მისიის შესახებ ერაყში, რომელთა მისიამაც კრახი განიცადა, რადგან მიმდებარე ტერიტორიის რამოდენიმე მოსახლეს შეხვდნენ და გადაწყვიტეს მათი ცოცხლად დატოვება… ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე.

Hardball – უაზრო ცხოვრების მქონე მამაკაცი, რომელიც აზარტული თამაშებით ირთობს თავს, თამაშობს ლატარეას და ხშირად სვამს, მწვრთნელობაზე იმ პირობით დათანხმდება, რომ სანაცვლოდ მეგობრისგან სესხს მიიღებს.

Philomena – ახალგაზრდობაში ირლანდიელმა ფილომენამ უკანონოთ გააჩინა ვაჟი და ის, როგორც ზნედაცემული აღსაზრდელად მონასტერში გაუშვეს, ხოლო მისი ვაჟი ამერიკელმა ოჯახმა იშვილა. ფილომენამ ბევრი დამცირება გადაიტანა მონასტერში, თუმცა ბოლოს თავი დააღწია მის კედლებს. ის მუდმივად ცდილობდა ვაჟის პოვნას, რაშიც მას ახალგაზრდა ჟურნალისტი ეხმარება.

The Fan – გილ რენორი მოკლავს ბობი რეიბერის პარტნიორს, რათა ბობი ისევ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს შანსს მისცემს გილს ბობის ნდობა მოიპოვოს და მისი მეგობარი გახდეს. მაგრამ მათი მეგობრობა დიდხანს არ გრძელდება, ამიტომ გილი გადაწყვიტავს ბობის შვილის გატაცებას…

Dangerous Beauty – კურტიზანი ქალი მამაკაცის გულებს ამსხვრევდა ერთი-მეორეს მიყოლებით. ერთ დღეს მას გულრწფელად შეუყვარდება ერთი ბიჭი…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები