10 შესანიშნავი ვებ-გვერდი, რომელთა დახმარებითაც ბევრ რამეს ისწავლით

განათლება

“ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების, აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების…

განათლება ყოველთვის იყო, არის და იქნება ღირებული ფენომენი, თუმცა მის მისაღებად ათასობით ლარის ხარჯვა ყოველთვის საჭირო არ არის. 21-ე საუკუნეში არსებობს უამრავი რესურსი, რომლებიც ცოდნის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ. სხვადასხვა სფეროში თქვენთვის სასურველი ცოდინს მიღება ინტერნეტრესურსების დახმარებით შეგიძლიათ. გთავაზობთ 10 ვებ-გვერდს, რომელთა დახმარებითაც ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

1. FLVTO – ამ საიტის დახმარებით ადვილად შეძლებთ მოუსმინოს ვიდეოლექციას მაშინაც კი, როცა ვაი-ფაი არ აქვს, რადგან საიტზე არსებული პროგრამის დახმარებით ძალიან მარტივია ვიდეოს გადაყვანა mp3 ფორმატში.

2. MINT – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდე, რამდენ ფულს და რაში ხარჯავ, ეს საიტი კი დაგეხმარებათ ფინანსური საკითხების მოწესრიგებაში.

3.  Coursera – მსოფლიოს საუკეთესო უფასო ონლაინ კურსები.

4. HackADay – ვებგვერდზე ყოველ დღე იპოსტება მრავალი პრაქტიკული ხრიკი ცხოვრების სირთულეების დასაძლევად.

5. Лекториум  – კიდევ ერთი საინტერესო საიტი მრავალრიცხოვანი რუსული ლექციებით სხვადასხვა თემებზე. ლექციების გარდა აგრეთვე იდება ვიდეომასალები სამეცნიერო კონფერენციებიდან.

6. Project Gutenberg – ვებ-გვერდი სასურველი ელექტრონული წიგნების მოსაძებნად.

7. Codecademy – პროგრამირების ინტერაქტიული შესწავლა.

8. OneMonth – ვებ-საიტების შექმნის საწყისების შესწავლა 1 თვეში.

9. Udemy.com – გთავაზობთ ათასობით კურსის ონლაინ ბიბლიოთეკას, სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა თუ თემატიკის შესაბამისად. თქვენ მხოლოდ დააკლიკეთ კურსის ძიების ველში და სისტემა გამოგიტანთ ხელმისაწვდომი კურსების სიას.

10. Duolingo – ამ საიტის მეშვეობით შეძლებთ ენების სწავლა თამაშად აქციოთ. საიტის უფასო აპლიკაცია და სასწავლო პლატფორმა იძლევა საშუალებას, რომ გამოიმუშავოთ ქულები, ყოველ სწორ პასუხზე და გადახვიდეთ თამაშის შემდეგ საფეხურზე.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები