განსაცვიფრებელი ვიზუალის მქონე 10 ფილმი

თავისუფალი დრო

არსებობს ისეთი ფილმები, რომლებიც ესთეტიკურად სრულყოფილია და რომლებიც გაიძულებთ ეკრანს იყოთ მიჯაჭვული. ვიზუალური მომხიბვლელობას წარმოადგენს არამხოლოდ გრაფიკული შესაძლებლობები, არამედ ლამაზი შინაარსის სცენებიც. გთავაზობთ განსაცვიფრებელი ვიზუალის ფილმებს.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

Crimson Peak – ფილმი მოგვითხრობს ერთი უცნაური გოგონას ისტორიას, რომელიც ბავშვობიდან მოჩვენებებს ხედავს, რომლებიც ყოველთვის ეუბნებოდნენ “ერიდე ალისფერ პიკს”.

Spectre – ჯეიმს ბონდი წარსულიდან მიიღებს დაშიფრულ შეტყობინებას, რომელიც ეხმარება მას საიდუმლო ორგანიზაცია “სპექტრის” გამოაშკარავებაში.

Stoker – ინდიას მამის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მათ ოჯახში, ბიძია ჩარლი ბრუნდება, მამის ძმას ინდია არასოდეს იცნობდა. იდუმალებით მოცული ჩარლი სულ უფრო მეტ ინტერეს უღვიძებს ინდიას.

Life of Pi – ინდოელი ბიჭის, სახელად პი, ისტორია. პი ზოოპარკის მეპატრონის ვაჟია, წყნარი ოკეანის გადაცურვისას გემი, რომელზეც ბიჭი მშობლებთან და ზოოპარკის ცხოველებთან ერთად იმყოფება შტორმში მოყვება. პი აღმოჩნდება ერთ ნავში აფთართან, ზებრასთან, გორილასთან და ვეფხვთან ერთად.

Laurence Anyways – ლორანსი 35 წლის მასწავლებელია, ის ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა საცოლესთან, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. ლორანსი გადაწყვეტს სქესი შეიცვალოს და ქალი გახდეს, ახალ ამბავს არაერთგვაროვნად ხვდება მისი საცოლე. ფილმს მიღებული აქვს კანის კინოფესტივალის პრიზი “განსაკუთრებული ხედვა”.

The Great Beauty – არისტოკრატი ქალები, თანამედროვე მდიდრები, პოლიტიკოსები, კრიმინალები, ჟურნალისტები, მსახიობები, კეთილშობილური ოჯახების პირმშოები, მღვდლები, მხატვრები, რეალური თუ მოჩვენებითი ინტელექტუალები… ყველა მათგანს შთანთქავს თანამედროვე ბაბილონი მანამ, სანამ ისინი ქსოვენ მყიფე ურთიერთობების ქსოვილს, მიეცემიან მოუსვენარ ცხოვრებას უძველესი სასახლეების, დიდი ვილებისა და ბრწყინვალე ტერასების ფონზე.

The Tree of Life – 1950-იანი წლების ტეხასი, ოჯახი რომლის ისტორიაც გადმოცემულია უფროსი ვაჟის ჯეკის თვალსაწიერიდან. სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, სიძულვილი – ყველაფერი ამის გააზრება და საკუთარ თავთან შეგუება უწევთ ფილმის გმირებს.

Gravity – ექიმი რაიან სტოუნი, სამედიცინო ინჟინერინგის სპეციალისტი, მიემგზავრება პირველ კოსმიურ მისიაზე. ექსპედიციის ხელმძღვანელია ვეტერანი ასტრონავტი – მეტა კოვალსკი, რომლისთვისაც ეს ფრენა უკანასკნელია, მაგრამ, თითქოს ჩვეულებრივი ფრენის დროს, ბორტს მიღმა კასატროფა ხდება.

Blue is the Warmest Color – თხუთმეტი წლის ადელს არასოდეს უკითხავს საკუთარი თავისთვის, მოსწონს თუ არა ბიჭები – ეს თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ იმ ღამეს, როცა ადელი ლურჯთმიან გოგონას, ემას ხვდება, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება.

Inside Llewyn Davis – ლუინ დევისი დაბნეულია. იგი ოცნებობს გახდეს მუსიკოსი. მას გარს ახვევია ცნობილი სახეები, როგორებიც არიან მისი მეგობარი ჟან ბერკლი და მისი ძმა ჯიმი, ასევე მუსიკალური პროდიუსერები და ცინიკური კოლეგები. შეუძლებელია გაუძლო ზეწოლას ყოველი მხრიდან, იგი იძულებულია წავიდეს სამოგზაუროდ.

Only God Forgives – ამერიკელი ნარკომოვაჭრე ჯულიანი ძმასთან ერთად ცხოვრობს ბანგკოკში, სადაც ხელმძღვანელობს ტაილანდურ კრივის კლუბს, მაგრამ როდესაც კრიმინალები მის ძმას სასტიკად კლავენ, ჯულიანი დედამისის დავალებით იწყებს მკვლელის ძებნას.

The Fall – თავზეხელარებული ბანდიტი, რომელიც კასკადიორის როის ზღაპრის გმირია, რომელიც წარუმატებელი ტრიუკის შემდეგ საავადმყოფოში აღმოჩნდება. მის გვერდით 5 წლის ბავშვი წევს, რომელიც მის ფანტაზიებს ისმენს. როდესაც როი გაიგებს, რომ მას შეყვარებულა უღალატა, სიცოცხლე აღარ უნდა და გადაწყვიტავს თავის მოკვლას. სწორედ ამ დროს მასთან მიდის პატარა გოგონა ალექსანდრია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები