Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღეს

მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღეს
August 19
10:19 2017

მალალა იუსაფზაის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ოქსფორდში, მიიღეს.

“აღტაცებული ვარ, ოქსფორდში ვიწყებ სწავლას! რთული სასწავლო წელი იყო და ყოჩაღ ყველა სტუდენტს, რომელმაც უმაღლეს ქულებზე დაასრულეს სწავლა. მომავალში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ”, – წერს მალალა ტვიტერზე.

20 წლის პაკისტანელი აქტივისტი 5 წლის წინ, თალიბებმა, რომლებიც გოგოებისთვის განათლების მიცემას ეწინააღმდეგებიან, თავში და მხარში დაჭრეს, როდესაც ის სკოლიდან ბრუნდებოდა. ამის შემდეგ, მალალამ მსოფლიოს მასშტაბით გოგოების მხარდაჭერა დაიწყო და აცხადებდა, რომ განათლების მიღება მათი უფლებაა.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

ამ ბრძოლაში მსოფლიოს ცნობიერების ამაღლებისთვის მალალამ ნობელის პრემია მიიღო და ის გაეროს მშვიდობის ყველაზე ახალგაზრდა ელჩია.

მალალა ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლის. ამ ფაკულტეტზე სწავლობდნენ ბილ კლინტონი, დავიდ კამერონი და მსოფლიოს სხვა ლიდერები.

წყარი: on.ge

188 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2017
M T W T F S S
« Jul   Sep »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031