Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის შემოდგომის ნაკადზე მიღება დაიწყო

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის შემოდგომის ნაკადზე მიღება დაიწყო
September 04
11:39 2017

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების პროგრამის მე-7 ნაკადს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 30 ოქტომბერს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათს, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

იმისათვის, რომ გაიაროთ სტაჟირება, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა იყოთ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და უნდა გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
  • სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

იხილეთ სტაჟირების პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების სია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზზე – ტელ.: 2 19 77 55.

საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები და კრიტერიუმები, ხელმისაწვდომია ბმულზე.

2,236 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

ALLMOVIES.GE

September 2017
M T W T F S S
« Aug    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930