3 სხვადასხვა ვაკანსია სტუდენტებისთვის – ანაზღაურებით

კატეგორიის გარეშე

ახალი ტურისტული პროექტი “Tbilisi Pass”/”თბილისი პასი” აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, შესაძლებელია სტუდენტიც;
ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა;
სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი;
საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
პუნქტუალური, თავაზიანი, კეთილგანწყობილი, მომხმარებელზე ორიენტირებული.

ძირითადი ფუნქციები:

მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლისთვის კონსულტაციების გაწევა სერვისის სარგებლობის წესების შესახებ;
მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჭიროებების მოგვარება.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:00, 17:00-24:00.
ანაზღაურება: 400 ლარი.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

2. ციფრული მარკეტერი

ძირითადი მოვალეობები:

სოც. მედია გვერდების მართვა;
ციფრული პრომოუშენის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და აღსრულება;
აუცილებელი მინიმალური შინაარსის და დიზაინის შექმნა.

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

გრაფიკულ რედაქტორებში (Photoshop ან Illustrator ან Corel) მუშაობის გამოცდილება;
გამოცდილება ციფრული რეკლამის მართვაში (Google, FB, Instagram და ა.შ.);
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:

ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
ლოგიკური აზროვნების უნარი;
გუნდში მუშაობის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ანაზღაურება მოხდება კანდიდატის გამოცდილების, შესასრულებელი სამუშაო გეგმისა და შეთანხმებული სამუშაო გრაფიკის მიხედვით.

3. პრომო გოგონა

მოთხოვნები:

კომუნიკაბელური
პასუხისმგებლობის მაღალი დონე
პრეზენტაციის უნარის მქონე
დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

მოვალეობები:

კლიენტების მოზიდვა
კლიენტებისათვის პროდუქტის გაცნობა და შეთავაზება.

სამუშაო დრო: 4 სთ. (სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი).
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@tbilisipass.ge და სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 16 სექტემბერი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები