ანაზღაურებადი სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში

დასაქმება

კომპანია „ჯი არ სი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

ვეძებთ მოტივირებულ, კრეატიულ პიროვნებას, რომელსაც უნდა გააჩნდეს მოლაპარაკებების წარმოების უნარი, იყოს თავდაჯერებული, მაღალი თვითგამოხატვისა და მათემატიკური უნარებით.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სტაჟირება ცხადდება როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის 18-და 32 წლამდე.

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

ძირითადი მოთხოვნები:

ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკური ფაკულტეტის მე-3 / მე-4 კურსის სტუდენტი;
აუცილებელია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
მათემატიკური უნარ-ჩვევები;
გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

ვეძებთ პიროვნებებს, რომლებიც არიან:

მოტივირებულები, ენთუზიამით;
თავდაჯერებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
პოზიტიური;
გუნდური მუშაობის უანრებით;
კრეატიული და გონებაგახსნილი;
შრომისმოყვარე და კონკურენტუნარიანი
ლოიალური;

ჩვენ გთავაზობთ:

ცენტრალურ სამუშაო ოფისს თბილისში, გასაოცარ სამუშაო ატმოსფეროს – ახალგაზრდა მოტივირებულ კოლეგებთან ერთად.
პროიფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
უფასო პროფესიულ ტრეინინგ-კურსებს;
კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთაღნიშნულ მოტხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ფოტოსურათით) ინგლისურ ენაზე ჩვენს ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge საგანში ,,(subject)” აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები