Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 ფილმი, რომლებსაც სექტემბერში აუცილებლად უნდა უყუროთ

10 ფილმი, რომლებსაც სექტემბერში აუცილებლად უნდა უყუროთ
September 16
11:44 2017

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც BBC-იმ გამოაქვეყნა იმ ფილმების სია,  რომელთა ყურებასაც სექტემბერში გვირჩევს. ფილმების უმრავლესობა ახალი და განსხვავებულია. ისინი აკმაყოფილებენ სხვადასხვა გემოვნების მოთხოვნებს. გთავაზობთ BBC-ის მიერ შემოთავაზებულ 10 ფილმს, რომლებსაც სექტემბერში აუცილებლად უნდა უყუროთ.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Rebel in the Rye – ფილმი მოგვითხრობს როგორ მოიპოვა მსოფლიო აღიარება მწერალმა თავისი პატარა რომანით…

The Teacher – 1983 წელია და კომუნიზმი ჯერ კიდევ მყარადაა ჩეხოსლოვაკიაში. ახალი პედაგოგი ახალ, ბავშვებით სავსე კლასში შედის. იგი  მშობლებს ეკითხება რას აკეთებენ ისინი ცხოვრებისთვის? პედაგოგი ფარული აქტივისტია და ის მომხრეების შეგროვებას იწყებს.

American Made – ფილმი მოგვითხრობს CIA მფრინავ-კონტრაბანდისტ აგენტ ბარი სილზე, რომელიც მუშაობს სამხრეთ ამერიკის ნარკოკარტელებთან 1980 წელს.

Stronger – ფილმის მთავარი გმირი მარათონში აფეთქების შედეგად კარგავს ორივე ფეხს. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ფილმი მისი ტრაგედიისა და შესაძლებლობების შესახებ გვიამბობს.

It – პატარა ქალაქ მაინიში, შვიდი ბავშვი ცნობილია როგორც “ლუზერების კლუბი”. ისინი უპირისპირდებიან მონსტრს, რომელსაც შეუძლია მიიღოს კლოუნის ფორმა.

Mother! – Darren Aronofsky-ს  ახალი საშინელებათა ფილმის შესახება ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ვისაც ამ ჟანრის ფილმები უყვარს გეტყვით რომ ფილმი გამოიყურება როგორც ჰიბრიდი შემდეგი ფილმებისა – Rosemary’s Baby, Funny Games და Who’s Afraid of Virginia Woolf.

Kingsman: The Golden Circle – ახალი ბოროტმოქმედის გამოჩენა და “კინგსმენი-ს” შტაბ-ბინაზე თავდასხმა, ეგსის და მერლინს აიძულებს ერთად მუშაობას ამერიკულ სააგენტოსთან “Statesman”, რათა გადაარჩინონ მსოფლიო.

The Lego Ninjago Movie – ექვს ახალგაზრდა ნინძას ევალებათ დაიცვან საკუთარი კუნძული სახელად ნინძაგო. ღამით ისინი არიან ნიჭიერი მებრძოლები, რომლებიც იყენებენ საკუთარ ცოდნას და გასაოცარი მანქანების ფლოტს მონსტრებთან საბრძოლველად. დილით კი ისინი არიან ჩვეულებრივი თინეიჯერები რომლებიც ებრძვიან მათ ყველაზე დიდ მტერს – სკოლას.

Una – 15 წლის წინ ახალგაზრდა უნა მასზე უფროს რეისთან ერთად გაიქცა სახლიდან… წლების შემდეგ მას ჟურნალში უკვე ყოფილის სურათი ხვდება: მას ახალი ცხოვრება, ახალი ოჯახი და ახალი სახელი აქვს. მათი მოულოდნელი შეხვედრა არა მხოლოდ მოგონებებს, არამედ ფარულ ვნებებსაც გააღვიძებს, რომლებიც მათ ცხოვრებას დანგრევით ემუქრება.

Gaga: Five Foot Two – ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ფილმის შინაარსი. ფილმი დოკუმენტურია და ლედი გააგს ცხოვრების დეტალებს მოიცავს.

843 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2017
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930