საქართველოს სახალხო დამცველი ფოტოკონკურსს აცხადებს

თავისუფალი დრო

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“. კონკურსის მიზანია თანასწორობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე საზოგადოების ყურადღების მობილიზება და დისკუსიის ინიცირება.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

ფოტო ნამუშევარი ხელს უნდა უწყობდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის/თანასწორობის თემაზე საზოგადოების ყურადღების მობილიზებას და დისკუსიას შემდეგ თემებზე (ჩამონათვალი საილუსტრაციოა და არაა ამომწურავი):

  • ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეა;
  • საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპები;
  • საზოგადოებაში არსებული გენდერული კლიშეების და დისკრიმინაციის პრობლემა;
  • ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • უმცირესობათა (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა;
  • ყველა რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენელთა თანასწორობის იდეა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის,
  • ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები;
    სხვა.

კონკურსის ორგანიზატორი, ჩატარების დრო და ადგილი:

– კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით
– კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2017 წლის 27 ოქტომბერს
– გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ფოტოგრაფებისგან და დისკრიმინაციის თემაზე მომუშავე საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული
– კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 16 ოქტომბრამდე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
  • კონკურსის მონაწილეობის მსურველს შესაძლებლობა აქვს გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ფოტო;
  • კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც.
  • ფოტო შეიძლება იყოს ფერადი ან შავ–თეთრი.
  • ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის, ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს, ფოტოს
  • მინიმალური ზომა უნდა იყოს 1920pxX1280px.
  • კონკურსზე წარმოდგენილი ფოტო არ შეიძლება იყოს სხვა ფოტოკონკურსების პრიზიორი/გამარჯვებული.
  • პლაგიატის, მონტაჟის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება)
  • აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, კონკურსანტი მოხსნას
  • კონკურსიდან; დასაშვებია ფოტოების მსუბუქი კორექტირება.
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ, სადაც მითითებული იქნება კონკურსის
  • მონაწილის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართიპირადობის
  • მოწმობის ასლი
  • ფოტო
  • ფოტოს მოკლე აღწერილობა

მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ნინო რამიშვილის ქ. #6, თბილისი, საქართველო ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ombudsman.konkursi@gmail.com, არასრული განაცხადები არ განიხილება.

გამარჯვებულთა გამოვლენის წესი:
ჟიური შეარჩევს 20 საუკეთესო ნამუშევარს, რომლებიც გამოიფინება სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე. 20 საუკეთესო ნამუშევრიდან ჟიური გამოვლენს სამი (I, II და III) საპრიზო ადგილის მფლობელს. საპრიზო ადგილის მფლობელებს გამოავლენენ ჟიურის წევრები სხვადასხვა კატეგორიაში ქულთა დარიცხვის მეთოდით. ეს კატეგორიებია:

  • თემის აქტუალურობა;
  • შესაბამისობა კონკურსის პირობებთან;
  • ფოტოს ხარისხი;
  • შემოქმედებითი უნარი.

თითოეულ კატეგორიაში უმაღლესი ქულაა 5. ჟიურის ყველა წევრი ნაშრომს აფასებს დამოუკიდებლად. ჟიურის წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების საფუძველზე გამოიანგარიშება საშუალო ქულა.  ერთნაირი ქულების შემთხვევაში, ფოტო ნამუშევრისთვის უპირატესობის მინიჭება მოხდება ჟიურის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის მიხედვით.

საავტორო უფლებები:

1. გამოგზავნილ ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილეს;

2. კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. სახალხო დამცველის აპარატი იტოვებს უფლებას, ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს კონკურსში მონაწილე ფოტოები საკუთარ ელექტრონულ და ნაბეჭდ პუბლიკაციებში, ავტორის მითითებით.

პრიზები – კონკურსში გამოვლენილი პირველი სამი ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები