Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ევროპის რომელ უნივერსიტეტებშია სწავლა ყველაზე ხელმისაწვდომი – რეიტინგი

ევროპის რომელ უნივერსიტეტებშია სწავლა ყველაზე ხელმისაწვდომი – რეიტინგი
September 18
13:25 2017

ევროპის ისეთ ქვეყნებში როგორიც იტალია, გერმანია, ფინეთი და სხვაა, მაღალი ხარისხის განათლების მიღება ხელმისაწვდომ ფასადაც შეიძლება. Times Higher Education World University Rankings-მა გადაწყვიტა გამოეკვლია საშუალოდ რა უჯდება სტუდენტს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მიღება, მან განათლების მისაღებად 10 ყველაზე იაფი ქვეყანა გამოავლინა. კომპანიამ ასევე გაანალიზა სხვადასხვა უნივერსიტეტის სწავლის საფასური და ცხოვრების ღირებულება, რათა დაედგინა ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე ძვირადღირებული ევროპული უნივერსიტეტები.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

სწავლისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნების სია საშუალო სწავლის საფასურითა და საშუალო საცხოვრებელი ხარჯებით ასე გამოიყურება:

რაც შეეხება უშუალოდ უნივერსიტეტებს, 2018 წელს ხარისხიანი განათლების მიღება ხელმისაწვდომ ფასად იტალიის ორ უნივერსიტეტში – Scuola Normale Superiore di Pisa, Scuola Superiore Sant’Anna – და გერმანიის 8 უნივერსიტეტშია შესაძლებელი – TU Dresden, Free University of Berlin , University of Göttingen, University of Würzburg, RWTH Aachen University, Heidelberg University, University of Mannheim, University of Freiburg.

2018 წლის ევროპის ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტების 10-ეულიში კი პირველობა არავის დაუთმო University College London-მა, შემდეგი 6 ადგილიც ლონდონის უნივერსიტეტებს უჭირავს, მათ შორის მე-5 ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაიკავა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

1,329 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

ALLMOVIES.GE

September 2017
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930