გადასაღებ მოედანზე დაშვებული შეცდომები, რომლებიც ფილმში უცვლელად დარჩა

საინტერესო ფაქტები

რეჟისორებს შეგვიძლია უამრავი რამ დავაბრალოთ, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მათ ჯადოსნური უნარი აქვთ – ამოიღონ ან დატოვონ ფილმში ის, რაც მოესურვებათ. გადაღებების დასრულების შემდეგ, მონტაჟის დროს ბევრი სცენა უკვალოდ ქრება, ხშირად არასწორი კადრიც კი იპარება ფილმში, თუმცა რას იტყვით იმ შემთხვევაზე, როდესაც შეცდომა, რომელიც გადასაღებ მოედანზე მოხდა რეჟისორმა არ ამოიღო და ფილმში დატოვა, მოგვიანებით კი ისინი ამ კინოსურათების სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. მაგალითისთვის რამდენიმე შემთხვევას მოგიყვანთ:

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

GUARDIANS OF THE GALAXY – როდესაც კრის პრატს ბურთი უვარდება. კრის პრატის დაუდევრობა ფილმში რეჟისორის გადაწყვეტილებით კინოსურათში დარჩა.

THE OUTSIDERS როდესაც დალასი სკამიდან ვარდება. რა თქმა უნდა, დალასის სკამიდან გადმოვარდა სცენარით გაწერილი არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ ის ფილმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კადრად იქცა.

LORD OF THE RINGS – როდესაც გენდალფი ჭერს თავს ურტყამს. ხომ გაგეცინათ ამ სცენაზე? ზუსტად ანალოგიურად შეხედა კადრს რეჟისორმა და სწორედ ამიტომ ეს უკვდავი კადრი ისტორიად დარჩება.

LORD OF THE RINGS – დროშა, რომელიც სამაგრს სწყდება. ძლიერი ქარის გამო მოწყვეტილი დროშა რეჟისორმა ფილმიდან არ ამოიღო და საბოლოოდ მშვენიერი ეპიზოდი მიიღო.

TRUE LIES – ჯემი ლი კერტისს აუცილებლად სჭირდება სტრიპტიზის გაკვეთილები. ჯემი ლი კარტისს ფილმის ერთ-ერთ სცენაში, სადაც ის სტრიპტიზს ცეკვავს, ხელი უსრიალდება და ვარდება, თუმცა მსახიობი არ დაიბნა და ცეკვა განაგრძო, საბოლოოდ კადრი ფილმში დარჩა.

THE HATEFUL EIGHT – როდესაც კურტ რასელმა შეცდომით 145 წლის, $40 ათასის ღირებულების გიტარა დაამტვრია. მხოლოდ კურტ რასელს შეუძლია ერთ კადრში $40 ათასი ნაგავში მოისროლოს.

RAIN MAN – დასტინ ჰოფმანმა “შეცდომით” გააკუა. გაგიკვირდებათ და დასტინ ჰოფმანმა “შემთხვევითი” გაკუება საკუთარი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად შეაფასა.

ANNIE HALL – ალერგია კოკაინზე. ვუდი ალენის პერსონაჟი პირველად გადაწყვეტს კოკაინის მოხმარებას, ის ფრთხილად ხსნის ყუთს, თუმცა უცებ აცემინებს. ამ დროს მსახიობებმა სიცილის შეკავება ვერ შეძლეს და ასე გახდა შემთხვევითი კადრი ფილმის ერთ-ერთი სასაცილო და დასამახსოვრებელი მომენტი.

THE USUAL SUSPECTS – არასერიოზულები. სცენა, სადაც ფილმის გმირებს ერთ ხაზში აწყობენ და ფრაზის გამეორებას სთხოვენ არაჩვეულებრივ სცენად იქცა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ფრაზა ყველა მათგანს მშვიდად უნდა გაემეორებინა, თუმცა როგორც ხედავთ მათ ცანცარი ამჯობინეს, რაც როგორც ჩანს რეჟისორსაც მოეწონა.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები