სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს სტაჟიორთა მიმდინარე ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის, როგორებიცაა ფინანსების და აუდიტის, სამართლის, შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროგრამირების, მონაცემთა ანალიზის, გარემოს დაცვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, არქიტექტურის და საინჟინრო მიმართულებები.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ფონდის მიერ სტაჟიორთა ძიების ძირითადი მიზანია, იპოვოს დიდი პოტენციალის მქონე სტუდენტები, მისცეს პრაქტიკული ცოდნა და ამ მხრივ შექმნას საკადრო რეზერვი მათი შემდგომი დასაქმებისთვის. ფონდის მენეჯმენტს სჯერა, რომ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და გამოავლინონ საუკეთესო უნარები, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდის სხვა, უფრო გამოცდილ კადრებთან მიმართებაში და შესაძლებლობას მისცემს, დასაქმდნენ.

სტაჟიორებს ეძლევათ შანსი, დასაქმდნენ ფონდში – ფონდი განიხილავს მონდომებული და შესაბამისი პროფესიული ცოდნისა და უნარების მქონე კანდიდატების დასაქმების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ, გაგზავნონ საკუთარი CV მისამართზე: vacancy@mdf.org.ge აუცილებელია, იმეილში (ტექსტში ან subject-ში) მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება.

სასურველია, მოკლედ აღწეროთ თქვენი მოტივაცია, თუ რატომ გსურთ სტაჟირების გავლა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

რეზიუმეების მიღების შემდეგ, ფონდის კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებთან ერთად შეირჩევიან კანდიდატები სტაჟირებისთვის.

სტაჟირების ვადები და გრაფიკი შეთანხმდება უშუალოდ სტუდენტებთან და მაქსიმალურად მორგებული იქნება მათ სასწავლო გრაფიკთან, რომ ხელი არ შეეშალოთ ლექციებსა და სემინარებზე დასწრებაში.

სტაჟირების დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები