Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,აუდიტორია 115” თსუ-ის სტუდენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

,,აუდიტორია 115” თსუ-ის სტუდენტებისთვის განცხადებას ავრცელებს
September 29
08:00 2017

,,აუდიტორია 115” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მათ ოფიციალურ “ფეისბუკ გვერდზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში აღწერილია ის პროცედურები, რაც უნდა გაიაროს სტუდენტმა, რომლებსაც ბაზების გახსნასა და სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს/ჰქონდა. ,,აუდიტორია 115”-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

1. მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ელოდებიან გრანტს და ითხოვენ ბაზების გახსნას სწავლის საფასურის 100 ლარის ოდენობით გადახდის შემდეგ და უკვე დაწერეს განცხადება ამასთან დაკავშირებით არ შეექმნებათ პრობლემა და ბაზები გაიხსნება. თუკი ასეთ შემთხვევაში სტუდენტს არ აქვს დაწერილი განცხადება უნდა მიმართოს 114-ე აუდიტორიას (კანცელარიას) და დაწეროს ხსენებული დოკუმენტი.

2. მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც მატერიალური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ დადგენილი წესებით განსაზღვრული თანხის გადახდას (სემესტრული ან მესამედი სემესტრული) და სურთ სწავლის გაგრძელება, უნდა დაწერონ არსებული მიზეზების შესახებ განცხადება 114-ე აუდიტორიაში (კანცელარია) და მოითხოვონ ბაზების გახსნა პირველადი, მინიმალური შენატანის (100 ლარი) საფუძველზე.

3. მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ დავალიანება და ვერ ახერხებენ მატერიალური პრობლემების გამო წინასწარ განსაზღვრული საფასურის (სემესტრული ან მესამედი სემესტრული) სრულად გადახდას, მიმართონ 114-ე აუდიტორიას (კანცელარია) და დაწერონ განცხადება, სადაც მითითებული იქნება მატერიალურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზი და მოითხოვონ ბაზის გახსნა სწავლის მინიმალური საფასურის 100 ლარის შეტანის შემთხვევაში

4. მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის (მესამე სემესტრის) სტუდენტებს, რომელთაც აქვთ დავალიანება და მატერიალური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ საფასურის სრულად დაფარვას, უნდა დაწერონ განცხადება და მოითხოვონ ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა დავალიანებისა და მიმდინარე სემესტრის გადასახადის ეტაპობრივ გადახდასთან დაკავშირებით.

5. ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს სწავლის საფასურის შეტანა ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს და ვერ შეძლეს აკადემიური რეგისტრაციის გავლა, დაწერონ განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე და მოითხოვონ, უფლება მიეცეთ გაიარონ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია. წინა სემესტრის დავალიანების შემთხვევაში, განცხადებაში მიუთითონ რა პირობებით შეუძლიათ დავალიანების გადახდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოცემული პუნქტების გათვალისწინების მიუხედავად, თუკი არ დაკმაყოფილდა რომელიმე სტუდენტის მოთხოვნა, მათ  ,,აუდიტორია 115”-ს უნდა მიმართონ.

311 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

ALLMOVIES.GE

September 2017
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930