ანაზღაურებადი ვაკანსია

დასაქმება

კომპანია “მკითხველი” საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

კომფორტულ სამუშაო გარემოს;
მეგობრულ ატმოსფეროს;
კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას;
ტრენინგებს გაყიდვების სფეროში;

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 – 16:00-მდე; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია:

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა).

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, ტრენინგებს და მოხვდებიან ჩვენს მეგობრულ გუნდში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com 2017 წლის 13 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქ. თბილისი, სტანისლავსკის N5

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები