10 გასაოცარი ფილმი, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ გინახავთ

თავისუფალი დრო

ახლად გათავისუფლებულ ბლოკბუსტერებს შორის საკმაოდ ბევრია ისეთი ფილმი, რომლებიც თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ იმ ფილმებს, რომლებიც არა მარტო კომერციულად წარმატებული აღმოჩნდნენ, არამედ მაყურებლებთან უწყვეტი ემოციური კავშირი დაამყარეს. წარმოგიდგენთ 10 გასაოცარ ფილმს, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ გინახავთ:

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

Café Society – 1930 – იანი წლები. ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ბობი ნიუ-იორკიდან ჩადის ჰოლივუდში იმ იმედით რომ იშოვის სამუშაოს კინოინდუსტრიაში. ის დასახმარებლად მიმართავს ბიძას ფილს – სახელგანთქმულ პროდიუსერს. ბობს რამოდენიმე დღე მოუწევს ლოდინი ფილის მოსაცდელში, ბოლოსდაბოლოს ფილი მიიღებს მას და სამსახურსაც უშოვნის, ამასთანავე ფილი დაავალებს თავის ლამაზ მდივანს ვონნის მიაქციოს ყურადღება ბობის, გააცნოს სიტუაცია და ნელ-ნელა შეიყვანოს იქაურ საზოგადოებაში. ბობის შეუყვარდება ვონნი.

The Nice Guys – დაქირავებული მცველი და კერძო დეტექტივი იძულებულები არიან იმუშაონ ერთად, რათა საუკუნის მკვლელობა გამოიძიონ.

Swiss Army Man – დაუსახლებელ კუნძულზე მყოფი ჰენკი დღითიდღე გადარჩენის ყველანაირ იმედს კარგავდა, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ რაც ის იპოვნის მენნის გვამს…

Race – ჯესი ოუენსენის ისტორია იმის შესახებ, თუ რისი გადატანა მოუწია 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად…

A Man Called Ove – ეს ფილმი არის მთლიანად შვედური ბლოკბასტერი, რომელიც გადაღებულია “ბესტსელერი” წიგნის მიხედვით და ის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 20% -ს უნახავს. ოვა ხანდაზმული კაცია, რომელიც იცავს მკაცრად განსაზღვრულ წესებს და ამასვე აიძულებს მის გარშემო მყოფებს.

Sing Street – ნოსტალგიური მუსიკალური დრამა. როცა 1980-იანი წლების ეკონომიკური კრიზისი აისახება კონორების ოჯახზე, მას პრესტიჟული კერძო სკოლიდან გადაიყვანენ სახელმწიფო სკოლაში. მოზარდი უხეშობის და უპატივცემულობის სამყაროში აღმოჩნდება. ამასთანავე მას შეუყვარდება ულამაზესი გოგონა. იმისთვის, რომ მოახდინოს ეფექტი გოგონააზე, კონორი იწყებს რიკ-ჯგუფის შექმნას.

Demolition – საინვესტიციო ბანკირი ემოციური სასოწარკვეთილების შემდეგ აღმოაჩენს იმედს, როცა ხვდება ქალს ჩიკაგოში. ეს არის მრავალმხრივი ამბავი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს. რეჟისორმა და მსახიობმა დიდი შრომა ჩადეს ემოციური შეტყობინებების მაყურებლამდე მისატანად.

Captain Fantastic – ისინი ლაპარაკობენ რამოდენიმე ენაზე, იციან კვანტური ფიზიკა და ერკვევიან ფილოსოფიაში. მათ ეხერხებათ ნადირობა და კარგად ფლობენ იარაღს. ისინი ცხოვრობენ ტყეში და ჰარმონიულად ერწყმიან მას. მხოლოდ გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა ისინი დაეტოვებინათ მშობლიური სახლი და წასულიყვნენ დიდ ქალაქში. რა მოხდება მას შემდეგ როცა პირისპირ შეეჩეხებიან ცივილიზაციას, როცა მათ ეწვევათ პირველი სიყვარული და გაიცნობენ გაჯეტებისა და სოციალური ქსელების სამყაროს?

Flight Crew – ეს არის ნიჭიერი ახალგაზრდა პილოტი ალექსეი გუშინის ამბავი. ის არ აღიარებეს ავტორიტეტებს, ამჯობინებს იმოქმედოს პირადი კოდექსის შესაბამისად.

Zootopia – მოგესალმებით ცხოველთა ქალაქში – თანამედროვე ქალაქი, დასახლებული სხვადასხვა ცხოველებით. ქალაქი იყოფა რაიონებად და აქ ასევე არის ელიტარული უბანი საჰარის ტერიტორიაზე და ასევე არასტუმართმოყვარე ტუნდრათაუნი. ქალაქში არის ახალი პოლიციელი, მხიარული კურდღელი ჯუდი ჰოპსი, რომელიც სამუშაოს პირველი დღიდანვე აცნობიერებს და ხვდება, თუ რა ძნელია იყო პატარა და ფუმფულა დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის. ჯუდი ცდილობს პირველი შესაძლებლობისთანავე წარმოაჩინოს საკუთარი თავი იმის მიუხედავად, რომ მისი მეწყვილე არის მელია ნიკ უაიდლი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები